ბექა ძამაშვილი BridgeGap-ის კვლევაზე: 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო

„ამ კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპის მასშტაბით მოწინავე ადგილს იკავებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის კომპონენტში“, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი სასამართლოს გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის რეიტინგებს, რომელიც ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითმა პროექტმა BridgeGap-მა გამოაქვეყნა.

„აღნიშნული კვლევა საქართველოს ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის კიდევ ერთი მკაფიო ინდიკატორია და ყველა სხვა მსგავსი ანგარიშის მიხედვით, საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის კომპონენტში არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპის მასშტაბით.

ყველა ეს მაჩვენებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან ერთად არის უტყუარი მტკიცებულება სწორედ სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის მიმართულებით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794918086

ახალი ამბები

ბაკურიანში ზამთრის სეზონის დაწყებამდე გზები მოწესრიგდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონის დაწყებამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების მოწესრიგების სამუშაოებს ჩაატ...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1794916497

ახალი ამბები

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითმა პროექტმა BridgeGap-მა (ხარვეზების შევსება) სასამართლოს გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის რეიტინგები გამოაქვეყნა. მაჩვენებლები ზომავს, რამდენად ა...

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

1794915194

ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური: ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინ...

ნარკოტიკული საშუალება

1794914720

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ციფრული არქივი „თაიმსის“ არქივი აღარაა, რომ მეხსიერება გაგვიყალბონ

„საბედნიეროდ ციფრული არქივი „თაიმსის“ არქივი აღარაა და არც გვარამია და ლემონჯავა არიან სმითები, რომ მესხიერება გაგვიყალბონ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალუ...

შალვა პაპუაშვილი

1794911418

ახალი ამბები

კახა კალაძე: ძალიან კარგად მესმის ყოველდღიური პრობლემები და ის დისკომფორტი, რომელიც ქალაქში გადაადგილებას თან ახლავს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია, რადგან გამტარუნარიანობის გაზრდა, ე.წ. გამოწვეული მოთხო...

კახა კალაძე