რატი იონათამიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიცია გადასულია მართლების რეჟიმში, ვინც ქვეყნის ინტერესებს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, საკუთარ საქმიანობას მძიმედ ამთავრებს

„საკონსტიტუციო სასამართლოში რაც დრო გადის და მეტად ლაპარაკობენ, საკუთარ თავებს უფრო მძიმე, უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია გადასულია თავის მართლების რეჟიმში, რაც კარგია.

„ეს ნიშნავს, აღიარებენ, რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი, მათ შორის კონსტიტუციის წინაშე და ახლა ცდილობენ, ყველაფერი რამენაირად უარყონ, მაგრამ არ გამოუვათ, რადგან უკვე ფაქტობრივი ტყუილების ამარა არიან დარჩენილები. ეს აჩვენებს იმას, ამ ადამიანებს არანაირი არგუმენტი არ აქვთ, არაფერი აქვთ სათქმელი გარდა იმისა, რომ თავი იმართლონ და სცადონ, საკონსტიტუციო სასამართლო და საზოგადოება მოატყუონ. ამ ყველაფრით უფრო მეტი საფუძველი იქმნება, რომ საზოგადოება კიდევ უფრო დარწმუნდეს, არიან არა მხოლოდ ქვეყნის ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების, არამედ საქართველოს კონსტიტუციის მტრები. როდესაც შენი ოფისი ფაქტობრივად გადაქცეული იყო პიროტექნიკის საწყობად, რომელსაც იყენებდნენ სამართალდამცველების წინააღმდეგ და ეს ნამდვილად იყო არა მხოლოდ ძალადობის აქტი, არამედ გამიზნული ქმედება, რომ სახელმწიფო დაენგრიათ. ყველას კარგად ახსოვს, როგორ გამოდიოდნენ და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ. ამ მცდელობაში ევრობიუროკრატიასაც სჯობდნენ. ეს ყველაფერი არა მხოლოდ არქივებშია, არამედ ჩვენს მეხსიერებაშია ჩარჩენილი. შესაბამისად, მარტივია მათი მხილება. მძიმე მდგომარეობაში არიან და ეს რეალობა დაიმსახურეს, რადგან ვინც ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, საკუთარ საქმიანობას მძიმედ ამთავრებს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794918086

ახალი ამბები

ბაკურიანში ზამთრის სეზონის დაწყებამდე გზები მოწესრიგდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონის დაწყებამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების მოწესრიგების სამუშაოებს ჩაატ...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1794916497

ახალი ამბები

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითმა პროექტმა BridgeGap-მა (ხარვეზების შევსება) სასამართლოს გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის რეიტინგები გამოაქვეყნა. მაჩვენებლები ზომავს, რამდენად ა...

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

1794915194

ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური: ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინ...

ნარკოტიკული საშუალება

1794914720

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ციფრული არქივი „თაიმსის“ არქივი აღარაა, რომ მეხსიერება გაგვიყალბონ

„საბედნიეროდ ციფრული არქივი „თაიმსის“ არქივი აღარაა და არც გვარამია და ლემონჯავა არიან სმითები, რომ მესხიერება გაგვიყალბონ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალუ...

შალვა პაპუაშვილი

1794911418

ახალი ამბები

კახა კალაძე: ძალიან კარგად მესმის ყოველდღიური პრობლემები და ის დისკომფორტი, რომელიც ქალაქში გადაადგილებას თან ახლავს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია, რადგან გამტარუნარიანობის გაზრდა, ე.წ. გამოწვეული მოთხო...

კახა კალაძე