ბიძინა ივანიშვილი - მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, ვიკვრებთ ძალას და ღირსეულ ადგილს დავიკავებთ მსოფლიოში

 „მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, გილოცავთ. ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში. ეს არის ის, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, ჩვენი გენეტიკა. ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაში ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ჩვენვიკვრებთ ძალას და ღირსეულ ადგილს დავიჭერთ მსოფლიოში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის.

„ერთ რამეს მინდა, გავუსვა ხაზი, თანამედროვე დაპყრობის მეთოდი გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით, ჩვენზე დიდმა, გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა დაკარგეს სუვერენიტეტი. ძალიან ბევრი ქვეყანა მიექანება კატასტროფაში და მიაქანებენ საკუთარი ხალხი. მხოლოდ ამ მეთოდით ახერხებენ და ყველაზე ძლიერი, ყველაზე ცივილიზებული ქვეყნები დააჩოქეს, უნგრევენ ეკონომიკას, საშინელი დაპირისპირებებია, გაუკუღმართებული ცხოვრება შეუქმნეს. ყველაზე ნიჭიერება ქართველი ერის ჩვენ უკვე ვაჩვენეთ. ერთადერთი სახელმწიფოა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა. გახსოვთ, 2012 წელს ჩვენ დავძლიეთ ეს უდიდესი ძალა, ბოროტი ძალა, რომელიც ამათ ზურგს უმაგრებდა. ყველას გვეგონა, რა გახდა ეს „ნაციონალური მოძრაობა“, არაფერს შუაში არ არის „ნაციონალური მოძრაობა“, მათ უკან დგას ძალიან დიდი ბოროტი ძალა და ვინც პოლიტიკაშიგაცნობიერებულია, ძალიან კარგად იცის, რა ძალები უჭერენ მხარს და რა ხდება მსოფლიოში. უნიჭიერესი ერი ვართ და ჩვენ ეს დავამტკიცეთ. ერთადერთი სახელმწიფო, ვინც მოახერხა დაპყრობილი, გარედან მართული უდიდესი ძალით, ჩვენი ერთობით მოვახერხეთ და გავისტუმრეთ, ნელა-ნელა ვიბრუნებთ სუვერენიტეტს. გარწმუნებთ, ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა მსოფლიოში, საქართველოსი შეიძლება ყველაზე დიდი შური აქვთ. ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას. საზოგადოებაზე გადის გზა. აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვაგიჟონ, გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ და უკან უკვე დგანან. დღესაც მცდელობა აქვთ. არჩევნები კატასტროფულად წააგეს და ცდილობენ ქუჩიდან რამე გააკეთონ. საბედნიეროდ, აქაც ქართველი ხალხის სიბრძნე. როგორ შეიძლება, 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და ათი ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759597001

ახალი ამბები

ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით თბილისში მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს

 ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს. ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით თბილისში მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს. რაც შეეხება ხმების პროცენტულ...

კახა კალაძ

1759596664

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“: უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველივე ტურში მოვიგეთ, ოთხში დავიწყეთ, ოთხში დავამთავრეთ

 „ქართულმა ოცნებამ“ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველივე ტურში მოიგო, - ამის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ. „ქართულმა ოცნებამ“ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველივე ტუ...

ოცნება ქართული

1759596488

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი - ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო, რადგან მოქალაქეებმა ხმა მისცეს სუვერენულ და დამოუკიდებელ საქართველოს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას

 ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო, რადგან მოქალაქეებმა ხმა მისცეს სუვერენულ და დამოუკიდებელ საქართველოს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას. კახი კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნ...

ლევან მაჭავარიანი

1759596330

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ

 „ჩვენ ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. რ...

ირაკლი კობახიძე

1759594456

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ 76.3% - „გირჩი“ 6.8% - „ძლიერი საქართველოსთვის - ლელო“ 7.1% - GORBI-ის ეგზიტპოლის შედეგები

 ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: 👇 ✅ „ქართული ოცნე...

ეგზიტპოლი