ირაკლი კობახიძე: ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ

„ჩვენ ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაუღალავი შრომის შედეგიც არის ის შედეგი, რომელიც დღეს დადგა.
პრემიერმა ყველა კანდიდატს გამარჯვება მიულოცა.
„გილოცავთ! ყველას მინდა მოგილოცოთ და ასევე, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. რა თქმა უნდა, რომ არა ჩვენი ერთად დგომა, ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვება ვერ შედგებოდა. ყველას ვპირდებოდით, დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ. ეს ძალიან კარგია. ძალიან კარგია იმიტომ, რომ ჩვენი, ზუსტად ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდება იმას, რომ ქვეყანა განვითარდეს შეუქცევადად, განვითარდეს სტაბილურად.
ყველა კანდიდატს მინდა მივულოცო, უამრავი კანდიდატი იყო ჩართული ამ საარჩევნო პროცესში, პირველ რიგში მინდა მივულოცო ჩვენს მთავარ კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, კახა კალაძეს, რომელმაც მესამედ მოიპოვა ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვება და ეს ყველაფერი არის იმ უამრავი საქმის დამსახურება, რაც აქვს გაკეთებული. ასევე, მინდა თითოეულ მერობის კანდიდატს, უკვე არჩეულ მერს მივულოცო არჩევა და დარწმუნებული ვარ, მათი ხელმძღვანელობით თითოეული მუნიციპალიტეტი განვითარდება და წინ წავა ძალიან სწრაფი ტემპებით.
საკრებულოს წევრებს, ყველას მინდა მივულოცო, მინდა მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით ჩვენი შტაბის წევრებს, შტაბის ხელმძღვანელობას, ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელებს. დაუღალავი შრომის შედეგიც არის ყველაფერთან ერთად, ის შედეგი, რომელიც დღეს დადგა. რაც მთავარია, მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ რაც გვაქვს დღეს, ჩვენს ქვეყანას - მშვიდობა, წინსვლა, განვითარება, ეს ყველაფერი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. დღევანდელი გამარჯვებაც, რა თქმა უნდა, არის ბიძინას ივანიშვილის გამარჯვება. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას ყველაფრისთვის“, - აცხადებს საქართველოს პრემიერი.
1759597001
ახალი ამბებიცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით თბილისში მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს. ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით თბილისში მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს. რაც შეეხება ხმების პროცენტულ...
1759596664
ახალი ამბები„ქართული ოცნება“: უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველივე ტურში მოვიგეთ, ოთხში დავიწყეთ, ოთხში დავამთავრეთ
„ქართულმა ოცნებამ“ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველივე ტურში მოიგო, - ამის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ. „ქართულმა ოცნებამ“ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველივე ტუ...
1759596488
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო, რადგან მოქალაქეებმა ხმა მისცეს სუვერენულ და დამოუკიდებელ საქართველოს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას
ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო, რადგან მოქალაქეებმა ხმა მისცეს სუვერენულ და დამოუკიდებელ საქართველოს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას. კახი კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნ...
1759596066
ახალი ამბებიბიძინა ივანიშვილი - მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, ვიკვრებთ ძალას და ღირსეულ ადგილს დავიკავებთ მსოფლიოში
„მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, გილოცავთ. ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში. ეს არის ის, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, ჩვენი გენეტიკა. ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დრ...
1759594456
ახალი ამბები„ქართული ოცნება“ 76.3% - „გირჩი“ 6.8% - „ძლიერი საქართველოსთვის - ლელო“ 7.1% - GORBI-ის ეგზიტპოლის შედეგები
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: 👇 ✅ „ქართული ოცნე...