„დაეუფლნენ 10 ლეპტოპს და მიიმალნენ“ - შიდა ქართლის პოლიციამ ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული მ.პ. და წარსულში ნასამართლევი, ასევე 2002 წელს დაბადებული მ.ა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ხაშურში მდებარე „ელიტ-ელექტრონიქსი“-ს მაღაზიაში გვიან ღამით უკანონოდ შეაღწიეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 10 ლეპტოპს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა და ბრალდებულების სახით დააკავეს.

პოლიციამ მათ საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე სათავსოებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ლეპტოპები ნივთმტკიცების სახით სრულად ამოიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772779459

ახალი ამბები

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებ...

დაკავება

1772776932

მსოფლიო

მარტა კოსი: გაწევრიანების არსებული პროცედურით უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდება

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების არსებული პროცედურებით უკრაინა ბლოკის წევრი 2027 წელს ვერ გახდება. როგორც კ...

მარტა კოსი

1772776246

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანულ გემზე განხორციელებული თავდასხმის ვიდეომასალას ავრცელებს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელ X-ში ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილ დრონების გადამზიდავზე თავდასხმის ვიდეომასალას ავრცელებს. „ამერიკის ძალები არ ერიდებიან ირანის...

ირანულ გემზე

1772774387

საზოგადოება

სამხარაძე: ვთხოვეთ კონგრესმენებს, ყურადღებით შეისწავლონ ცალკეული კონგრესმენების ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ანტიქართული ხასიათი აქვს, იმისათვის, რომ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენ ურთიერთობებში გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს

დღეს დავასრულეთ შეხვედრები კონგრესში. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით 5 კონგრესმენს, ძირითადად საგარეო ურთიერთობა კომიტეტების წევრებს, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1772773285

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: თუკი ვინმე ანტიევროპულ თუ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს, ეს თავად ბრიუსელია, თავად ის მაღალჩინოსნები, რომლებიც თავის დროზე უკრაინას აბრუებდნენ ცრუ დაპირებებით

გამოცემა „პოლიტიკოს“ სტატია, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ ფორმატს, პოლიტიკური შეფასებების...

ლევან მახაშვილი