ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული მ.კ. ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 17 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის
საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1772780120
ახალი ამბები„დაეუფლნენ 10 ლეპტოპს და მიიმალნენ“ - შიდა ქართლის პოლიციამ ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული მ.პ. და წარსულში ნასამართლევი, ასევე 2002 წელს დაბადებული მ.ა. წინასწ...
1772776932
მსოფლიომარტა კოსი: გაწევრიანების არსებული პროცედურით უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდება
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების არსებული პროცედურებით უკრაინა ბლოკის წევრი 2027 წელს ვერ გახდება. როგორც კ...
1772776246
მსოფლიოაშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანულ გემზე განხორციელებული თავდასხმის ვიდეომასალას ავრცელებს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელ X-ში ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილ დრონების გადამზიდავზე თავდასხმის ვიდეომასალას ავრცელებს. „ამერიკის ძალები არ ერიდებიან ირანის...
1772774387
საზოგადოებასამხარაძე: ვთხოვეთ კონგრესმენებს, ყურადღებით შეისწავლონ ცალკეული კონგრესმენების ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ანტიქართული ხასიათი აქვს, იმისათვის, რომ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენ ურთიერთობებში გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს
დღეს დავასრულეთ შეხვედრები კონგრესში. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით 5 კონგრესმენს, ძირითადად საგარეო ურთიერთობა კომიტეტების წევრებს, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომ...
1772773285
საზოგადოებალევან მახაშვილი: თუკი ვინმე ანტიევროპულ თუ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს, ეს თავად ბრიუსელია, თავად ის მაღალჩინოსნები, რომლებიც თავის დროზე უკრაინას აბრუებდნენ ცრუ დაპირებებით
გამოცემა „პოლიტიკოს“ სტატია, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ ფორმატს, პოლიტიკური შეფასებების...



























