მარტა კოსი: გაწევრიანების არსებული პროცედურით უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდება
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების არსებული პროცედურებით უკრაინა ბლოკის წევრი 2027 წელს ვერ გახდება.
როგორც კოსმა განაცხადა, საჭიროა ევროკავშირის გაწევრიანების პროცედურების შეცვლა, რადგან ის დღევანდელ გამოწვევებს არ პასუხობს.
„მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არ შეესაბამება იმ რთულ დროს, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ“, - განაცხადა ევროკომისარმა.
სააგენტოს ცნობით, ბოლო დროს ევროკავშირში გაწევრიანების მრავალწლიანი პროცედურის შეცვლის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება, რადგან ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინას გარანტიას ვერ მისცემს, რომ ის 2027 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანდება. ევროკომისია უკრაინის ეტაპობრივი გაწევრიანების გეგმაზე მუშაობს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, აღნიშნულმა საკითხმა ევროკავშირში შემავალი ქვეყნები ორად გაყო. ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შემსუბუქებას ეწინააღმდეგება გერმანია. უკრაინის გაწევრიანებას ბლოკში დიდ ხანია ეწინააღმდეგება უნგრეთიც. მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ საკითხს ლიდერები 19 მარტს დაგეგმილ სამიტზე განიხილავენ.
მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირის წესები რეალობას უნდა ასახავდეს. მისი თქმით, თუ ბლოკი წევრობისკენ მიმავალ გზას უფრო ნათელს და მკაფიოს არ გახდის, არსებობს რისკი, რომ სხვა კანდიდატი ქვეყნები, ისეთები, როგორიცაა მონტენეგრო და მოლდოვა, რუსეთის ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ.
„თუ ჩვენ აღნიშნულ ქვეყნებს არ გავაწევრიანებთ სწრაფად, ან სხვა მიდგომისა და მეთოდის გამოყენებით, ყველაზე დიდი საფრთხე იქნება ის, რომ ამ ქვეყნებში ხელისუფლებაში სხვა ხალხი მოვა და გამოიყენებს მათ ჩვენ წინააღმდეგ“, - თქვა კოსმა.
1772773285
საზოგადოებალევან მახაშვილი: თუკი ვინმე ანტიევროპულ თუ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს, ეს თავად ბრიუსელია, თავად ის მაღალჩინოსნები, რომლებიც თავის დროზე უკრაინას აბრუებდნენ ცრუ დაპირებებით
გამოცემა „პოლიტიკოს“ სტატია, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ ფორმატს, პოლიტიკური შეფასებების...
1772744301
ახალი ამბებილევან მახაშვილი ოპოზიციაზე: 2018 წლიდან ნუშის ყოველ აყვავებაზე თავიდან ერთიანდებიან, თუმცა ფაქტია მათი სტრატეგია არ შეცვლილა, დასაწყისიდან დღემდე მიზანი არის ქვეყანაში არასტაბილურობის შემოტანა
„2018 წლიდან ნუშის ყოველ აყვავებაზე თავიდან ერთიანდებიან, ცდილობენ საზოგადოებას წარმოუჩინონ თითქოს ახალი ძალაა, თუმცა ფაქტია მათი სტრატეგია არ შეცვლილა, დასაწყისიდან დღემდე მიზანი არის ქვეყანაში არასტ...
1772742845
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ ფაქტორად იქცევა
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციასა და ირანსა და ამერიკულ ინტერესებს შორის დაპირისპირების ფონზე საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. ან...
1772741393
ახალი ამბებილევან მახაშვილი ხიდაშელის განცხადებაზე: ეს არის პირდაპირი მოწვევა, რომ აქაც დაბომბონ და საქართველოთი დაინტერესდნენ
„ნებისმიერ სიტუაციას გამოიყენებენ იმისთვის, რომ სახელმწიფო დააზიანონ. უნდათ ქვეყანაში შექმნან არასტაბილურობა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომ...
1772738892
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძემ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე ენერგოდამოუკიდებლობაზე ისაუბრა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ენერგოდამოუკიდებლობის პანელზე. პანელში ამერიკელი კონგრესმენები,...




























