სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით, ,,ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამას“ განახორციელებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აღნიშნული პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად, მიკროჩიპის გამოყენებით, ერთიან ბაზაში დაარეგისტრირებს პატრონიან ძაღლებს და სტერილიზაციას ჩაუტარებს ძუ ძაღლებს;

თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას ჩაუტარებს უპატრონო/მიკედლებულ ძაღლებს, რომელთაც, რეგიონის მიხედვით, გადაიყვანს თბილისის, გურჯაანის, გორისა და ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში.

გარდა არსებული თავშესაფრებისა, რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილია ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პროგრამის განხორციელების პროცესში ითანამშრომლონ სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან, ჩაერთონ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში და დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე ძაღლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772788672

ახალი ამბები

მაჭავარიანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კოსის განცხადებაზე: ვისაც საერთოდ არანაირი ფორმით პროტესტი არ გამოგიხატავთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამტკიცებთ, რომ უკრაინის ბედი გადარდებთ

„მოგმართავთ მათ, ვინც აქციებს გვიწყობდით, ქვეყანაში გადატრიალება გინდოდათ და დღემდე გინდათ, იმის გამო, რომ რაც თქვენ უკრაინასთან დაკავშირებით გატყუეს და რა ზღაპრებიც დაგაჯერეს, ჩვენ არ დავიჯერეთ. ერთი...

ლევან მაჭავარიანი

1772787635

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში 7 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქ...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1772787427

ახალი ამბები

კახა კალაძე: ქმნიდნენ ილუზიას, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის, არ უნდა მოვატყუოთ ხალხი

„ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ იმას, რომ შეუძლებელია, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს მიმართაც იგივე დამოკიდებულება იყო“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უკრაი...

კახა კალაძე

1772785878

მსოფლიო

„პატრიოტები ევროპისთვის“: ზელენსკის მიერ ორბანის მისამართით ნათქვამი სიტყვები მიუღებელია. მუქარა და ძალადობა დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოა

ევროპარლამენტის ფრაქცია „პატრიოტები ევროპისთვის“ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მისამართით გაჟღერებულ მუქარას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას...

პატრიოტები ევროპისთვის

1772785673

მსოფლიო

აშშ-მა გერმანიის მთავრობის მმართველობაში მყოფი „როსნეფტის“ გერმანული შვილობილი კომპანიები სანქციებისგან უვადოდ გაათავისუფლა

აშშ-ის ადმინისტრაციამ გერმანიის მთავრობის მმართველობაში მყოფი რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ გერმანული შვილობილი კომპანიები სანქციებისგან უვადოდ გაათავისუფლა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „როსნეფტ...

აშშ-მა გერმანიის