დასახლებულ პუნქტებში 23:00-დან 08:00 საათამდე ავტომობილის მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმა 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„რეგულაციის შესაბამისად, დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში, 23:00-დან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დონე 100 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.

ხმაურის დონის მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები ახორციელებენ. შემოწმების პროცესში სამართალდამცველები საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამის პორტატულ საზომ მოწყობილობებს იყენებენ.

კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვები ნორმის - 100 დეციბალის გადაჭარბება იწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას.

იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებულია 200 ლარის ოდენობით ჯარიმა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 20 ქულით შემცირება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო
შემთხვევა ითვალისწინებს 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ქულების 30 ქულით შემცირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებასა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794977225

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ნოემბერს საქართველოში

18 ნოემბერს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +21 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმა...

ამინდი      ამინდი

1794948603

მსოფლიო

CNN: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს გასაიდუმლოებული შიდა ქსელი გათიშულია

„აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) შიდა კომუნიკაციებისთვის განკუთვნილი, მკაცრად გასაიდუმლოებული ქსელი გათიშულია“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ექვს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროებ...

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებ

1794948140

ახალი ამბები

გარდაიცვალა პოეტი ალექსანდრე (საშა) გველესიანი

58 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი ალექსანდრე (საშა) გველესიანი. ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ალექსანდრე (საშა) გველესიანმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა. გველესიანი...

ალექსანდრე (საშა) გველესიანი

1794947969

ახალი ამბები

თამარ ტალიაშვილი: სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-ის მხარდაჭერაზე შუა დერეფნისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის განვითარებაში

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე სოციალურ ქსელში წერს. ელჩის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აშშ-ის მხარდა...

თამარ ტალიაშვილი

1794947267

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა - ისგი სი ძინპინსა და დონალდ ტრამპს შეხვდება

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის“ (APEC) ლიდერთა სამიტზე დასასწრებად ჩინეთის ქალაქ შენჭენში ჩავიდა“, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. არსებული ცნობებით...

ვლადიმერ პუტინი