„პროდუქცია და თანხა გაიტაცეს“ - ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან და ერთ-ერთი კვების ობიექტიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილებიდან მიიმალნენ.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია აღნიშნულ ობიექტებში განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო და კვების ობიექტებს ჯამში 20 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოთხივე არასრულწლოვანი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1794977225
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ნოემბერს საქართველოში
18 ნოემბერს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +21 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმა...
1794948603
მსოფლიოCNN: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს გასაიდუმლოებული შიდა ქსელი გათიშულია
„აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) შიდა კომუნიკაციებისთვის განკუთვნილი, მკაცრად გასაიდუმლოებული ქსელი გათიშულია“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ექვს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროებ...
1794948140
ახალი ამბებიგარდაიცვალა პოეტი ალექსანდრე (საშა) გველესიანი
58 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი ალექსანდრე (საშა) გველესიანი. ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ალექსანდრე (საშა) გველესიანმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა. გველესიანი...
1794947969
ახალი ამბებითამარ ტალიაშვილი: სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-ის მხარდაჭერაზე შუა დერეფნისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის განვითარებაში
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე სოციალურ ქსელში წერს. ელჩის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აშშ-ის მხარდა...
1794947267
მსოფლიოვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა - ისგი სი ძინპინსა და დონალდ ტრამპს შეხვდება
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის“ (APEC) ლიდერთა სამიტზე დასასწრებად ჩინეთის ქალაქ შენჭენში ჩავიდა“, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. არსებული ცნობებით...































