დავით მათიკაშვილი - ევროპარლამენტი უნდა იყოს უფლებების დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, ვხედავთ მცდელობას, თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ევრობიუროკრატია უმძიმეს ვითარებაშია

„ევროპარლამენტი უნდა იყოს უფლებების დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, იქიდან ვისმენდეთ ხმამაღალ განცხადებას, როგორ უნდა იყოს თავისუფალი სიტყვა დაცული, ვხედავ პირიქით, თავდასხმას თავისუფალ მედიაზე და მცდელობას, თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოში“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, არანაირი ფასი არ შეიძლება, ჰქონდეს ისეთ დოკუმენტს, სადაც სიმართლის ხვედრითი წილი არის ნულთან გათანაბრებული.

„ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როდესაც ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე დაინიშნა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში მომხსენებლად, იქიდანვე გახდა ნათელი, რა მოხსენება გაკეთდებოდა საქართველოზე. ბუნებრივია, ეს იქნებოდა გაჯერებული სააკაშვილის მეგობრობის და არა ქართველი ხალხის მეგობრობის მასაჟებით. ძალიან კარგად ვიცით ქალბატონი რასას დამოკიდებულება დამნაშავე, სადისტური რეჟიმის შემოქმედი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. ევროპარლამენტი, ევროკავშირის საკანონმდებლო წარმომადგენლობითი ორგანო უნდა იყოს უფლებების დაცვის სადარაჯოზე და ამის ნაცვლად, იქიდან ვისმენთდეთ ხმამაღალ განცხადებას, როგორ უნდა იყოს თავისუფალი სიტყვა დაცული, ჩვენ ვხედავ პირიქით, თავდასხმას თავისუფალ მედიაზე და მცდელობას, თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, რაც შეეხება ქართული ხელისუფლების მიდგომებს, ის არის აბსოლუტურად ღია, გახსნილი და ასეთ განცხადებებს სამართლიან, გულწრფელ ღია პასუხს გასცემს.

„ეს არის თავდასხმა ხალხზე, ქართველი ხალხის არჩევანზე. მოდით, გულწრფელები ვიყოთ, რა არ მოსწონთ იქ? არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი, ის შედეგი, რა შედეგიც 2024 წლის არჩევნების შემდეგ დადგა. ყველაფრის მიზეზი არის ეს, აქედან იწყება ყველაფერი და პრაქტიკულად, იმით, რომ თავს ესხმიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, თავს ესხმიან ქართველი ხალხის არჩევანს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778095495

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალი საგოლე გადაცემით გახსნა

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ მატჩში მიუნხენში „ბაიერნს“ ეთამაშება. მესამე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა, ზუსტი გადაცემა გადააწოდა დემბელეს...

ხვიჩა კვარაცხელია

1778093382

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: 2030 წლისთვის ტვირთბრუნვის გაორმაგებას ველოდებით - ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმა

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგური, მასთან დამაკავშირებელი გზა და რკინიგზა, ასევე გაძლიერებული „საქართველოს რკინიგზა“ - როგორც სავაგონო და სალოკომოტივო პარკით, ისე გაციფრულების და შესაბამისი სისტემებით, უზრ...

თამარ იოსელიანი:

1778093347

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები...

თამარ იოსელიანი

1778092540

ახალი ამბები

ლიზა გეგეჭკორი: როგორ შეიძლება ნორმალურმა, მოაზროვნე ადამიანმა წამით მაინც დაიჯეროს, რომ ის ხალხი, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში შეურაცხყოფას აყენებს და ტალახს ესვრის უწმინდესის არჩევანს, ოდნავ მაინც სცემს პატივს თავად პატრიარქს?

„რატომ ჰგონიათ ამ რადიკალებს, რომ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს? ფაქტია და ამას ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, რომ პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, წლებია საჯაროდ, დაუფარავად და ყველაზე ბინძური მე...

ლიზა გეგეჭკორი

1778090361

ახალი ამბები

ირაკლი მეზურნიშვილი: ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სულ მალე გაიმართება PABSEC-ის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური ასამბლეა საქართველოში

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში, - განუცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურ...

ირაკლი მეზურნიშვილი