მაკა ბოჭორიშვილი: თითქოს ჩვენ პერსპექტივას და შესაძლებლობას ვკარგავთ - ეს უსაფუძვლო და არასერიოზული ნარატივია და ამიტომაც, ვერასდროს იყვნენ ამ ნარატივების ავტორები დამაჯერებლები, რადგან თავიანთ პოზიციებს ტყუილზე ამყარებენ

„თითქოს ჩვენ პერსპექტივას და შესაძლებლობას ვკარგავთ - ეს ისეთივე უსაფუძვლო და არასერიოზული ნარატივია, როგორიც ამ წლების განმავლობაში ბევრი მოვისმინეთ და ამიტომაც ვერასდროს იყვნენ ამ ნარატივების ავტორები დამაჯერებლები, რადგან თავიანთ პოზიციებს ტყუილზე ამყარებენ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, დაკავშირებადობაზე საუბრისას, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია საქართველოს გვერდი აუარო და ერევანშიც სწორედ ამის დემონსტრირება მოხდა.

„მარტივია: გეოგრაფია, რუკა და მნიშვნელობა ქვეყნის, როდესაც დაკავშირებადობაზე, შავის ზღვის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ; შეუძლებელია არ შეხედო ქვეყანას, რომელიც შავ ზღვას ესაზღვრება, ზღვასთან მთავარი დამაკავშირებელია არაერთი ქვეყნის, ჩვენს პატარა რეგიონშიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე და აქედან გამომდინარე რეგიონის მნიშვნელობაც არის გაზრდილი, როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და ამის არდანახვა წარმოუდგენელი და შეუძლებელია.

ბუნებრივია, ეს ყველამ კარგად იცის. მეორე საკითხია ელოდნენ თუ არ ელოდნენ, ვინ რატომ ვერ დათვალა, რომ ეს დღე შეიძლებოდა ძალიან მალე დამდგარიყო, როდესაც საქართველოს გვერდს უბრალოდ ვეღარ აუვლი და ვერ დახუჭავ თვალს მის არსებობაზე. სწორედ ამის დემონსტრირება მოხდა ერევანში. როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაკავშირებადობაზე საუბრობს, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი თავად იღებდა მონაწილეობას დაკავშირებადობის შესახებ დისკუსიებში, იქ რა თქმა უნდა საქართველოს პოზიციები ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენთვის ეს ნიშნავს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა უნდა განვავითაროთ პირველ რიგში რეგიონის ქვეყნებთან, უშუალო მეზობლებთან, რადგან მათ გარეშე ჩვენთვისაც რთულია ამ ფუნქციის შესრულება. ცოტა ხნის წინ ჩვენ ქვეყანაში იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ასევე შეხვედრა გვქონდა თურქეთის ვიცე-პრემიერთან ერევანში, არაერთი კომუნიკაცია და თანამშრომლობა გვაქვს თურქულ მხარესთან, რომელიც ათწლეულებს ითვლის.

აქედან გამომდინარე რეგიონის მნიშვნელობა დიდია, ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს. ვხედავთ რაც ხდება ცენტრალურ აზიაში, რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა. ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანი ჩაერთო ცენტრალური აზიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ხსნის ჩვენი რეგიონისთვისაც. ეს დინამიური თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი და გარკვეულწილად სტაბილურობის გარანტიც უნდა იყოს, რადგან დღეს არავის არ უნდა სჭირდებოდეს ჩვენს რეგიონში არეულობა და არასტაბილურობა, ვინაიდან დღეს ეს პატარა რეგიონი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როდესაც გარშემო ცეცხლის ალშია გახვეული ორი დიდი რეგიონი. ეს უნდა გამოვიყენოთ სწორად, ამიტომაც ვიცავთ ამ ქვეყანაში სტაბილურობას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778095495

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალი საგოლე გადაცემით გახსნა

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ მატჩში მიუნხენში „ბაიერნს“ ეთამაშება. მესამე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა, ზუსტი გადაცემა გადააწოდა დემბელეს...

ხვიჩა კვარაცხელია

1778093382

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: 2030 წლისთვის ტვირთბრუნვის გაორმაგებას ველოდებით - ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმა

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგური, მასთან დამაკავშირებელი გზა და რკინიგზა, ასევე გაძლიერებული „საქართველოს რკინიგზა“ - როგორც სავაგონო და სალოკომოტივო პარკით, ისე გაციფრულების და შესაბამისი სისტემებით, უზრ...

თამარ იოსელიანი:

1778093347

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები...

თამარ იოსელიანი

1778092540

ახალი ამბები

ლიზა გეგეჭკორი: როგორ შეიძლება ნორმალურმა, მოაზროვნე ადამიანმა წამით მაინც დაიჯეროს, რომ ის ხალხი, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში შეურაცხყოფას აყენებს და ტალახს ესვრის უწმინდესის არჩევანს, ოდნავ მაინც სცემს პატივს თავად პატრიარქს?

„რატომ ჰგონიათ ამ რადიკალებს, რომ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს? ფაქტია და ამას ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, რომ პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, წლებია საჯაროდ, დაუფარავად და ყველაზე ბინძური მე...

ლიზა გეგეჭკორი

1778090361

ახალი ამბები

ირაკლი მეზურნიშვილი: ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სულ მალე გაიმართება PABSEC-ის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური ასამბლეა საქართველოში

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში, - განუცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურ...

ირაკლი მეზურნიშვილი