მაკა ბოჭორიშვილი: სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება, იმისთვის რომ იყოს შეხვედრების და პოზიციების გაცნობის შესაძლებლობა
გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-სთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში რამდენიმე ვიზიტია დაგეგმილი, სადაც მხარეები მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
„ველით ამერიკის შეერთებული შტატებიდან დელეგაციებს, ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი. გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ შევეხოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს - სად ვართ, სად ვდგავართ და რა არის ჩვენი სამომავლო გეგმები. მაისის მეორე ნახევარშიც იგეგმება კიდევ ერთი ვიზიტი, სადაც კიდევ უფრო მეტად სიღრმეებში განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ერთი სიტყვით გარკვეული დინამიკა არის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები ბევრად უფრო შინაარსიანი და პოზიტიური იქნება, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში”, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი ინტერესების განხილვა და თანამშრომლობის ფორმატზე მუშაობა.
“ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი პოზიციები და დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვერავინ ვერ უარყოფს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების როლს ჩვენს რეგიონშიც და გლობალურად და რა თქმა უნდა, არსებობს სუბიექტური ინტერესი რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები იყოს კარგი. ჩვენ გვქონდა სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც წინა ადმინისტრაციის მიერ იქნა შეჩერებული თუ გაუქმებული და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ჩვენი ურთიერთობები მოექცეს პოზიტიურ ჩარჩოებში და ეს იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ ჩვენს ინტერესებზე - რა ინტერესები აქვს საქართველოს, რა ინტერესები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, სად ვხვდებით ერთმანეთს, სად არის გადაკვეთის წერტილები და რა არის ის ჩარჩოები, რა ჩარჩოებშიც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა განვავითაროთ. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება მუშაობა. სჭირდება ძალიან ბევრი გაცვლა პოზიციების და ძალიან სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ იყოს ამ შეხვედრების და ჩვენი პოზიციების გაცნობის შესაძლებლობა”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1778095495
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალი საგოლე გადაცემით გახსნა
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ მატჩში მიუნხენში „ბაიერნს“ ეთამაშება. მესამე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა, ზუსტი გადაცემა გადააწოდა დემბელეს...
1778093382
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: 2030 წლისთვის ტვირთბრუნვის გაორმაგებას ველოდებით - ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმა
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგური, მასთან დამაკავშირებელი გზა და რკინიგზა, ასევე გაძლიერებული „საქართველოს რკინიგზა“ - როგორც სავაგონო და სალოკომოტივო პარკით, ისე გაციფრულების და შესაბამისი სისტემებით, უზრ...
1778093347
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები...
1778092540
ახალი ამბებილიზა გეგეჭკორი: როგორ შეიძლება ნორმალურმა, მოაზროვნე ადამიანმა წამით მაინც დაიჯეროს, რომ ის ხალხი, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში შეურაცხყოფას აყენებს და ტალახს ესვრის უწმინდესის არჩევანს, ოდნავ მაინც სცემს პატივს თავად პატრიარქს?
„რატომ ჰგონიათ ამ რადიკალებს, რომ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს? ფაქტია და ამას ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, რომ პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, წლებია საჯაროდ, დაუფარავად და ყველაზე ბინძური მე...
1778090361
ახალი ამბებიირაკლი მეზურნიშვილი: ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სულ მალე გაიმართება PABSEC-ის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური ასამბლეა საქართველოში
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში, - განუცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურ...































