მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის არის ერთი რამ მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით იყოს სამართლიანი დამოკიდებულება და რეალისტური დამოკიდებულება

„ჩვენთვის არის ერთი რამ მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით იყოს სამართლიანი დამოკიდებულება და რეალისტური დამოკიდებულება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, ეს საქართველოზე მეტად დღეს ევროპას სჭირდება.

„ერთის მხრივ, შეცვლილ რიტორიკაზე საუბარი ცოტა ხნის წინ დაიწყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ბუნებრივია, შეუძლებელია ეს ვერ შევამჩნიოთ, რომ არ არის ის ენთუზიაზმი საქართველოს კრიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვხედავდით ერთი-ორი წლის უკან და გარკვეულწილად იცვლება, უფრო რეალურ ჩარჩოებში ბრუნდება ურთიერთობები. მეორე მხრივ, ვხედავთ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მორიგ ანგარიშს, რომელიც ისევ და ისევ არის სრულიად აბსურდული დოკუმენტი. როგორ გავიგოთ ახლა ასეთი გზავნილები ბრიუსელიდან.

საქართველოს საზოგადოებამ კი კარგად იმეცადინა ამასობაში ევროკავშირის ინსტიტუტებში და ევროკავშირის სტრუქტურაში. ერთი მხრივ, ვისაუბროთ ურთიერთობებზე, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ევროპას, ევროკავშირს, ბრიუსელს. მეორე მხრივ, ჩვენ ვუყუროთ ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტის ასეთ დამოკიდებულებას, რომელსაც შიგნით ძალიან ხშირად იხსენიებენ ხოლმე, ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, იგივე ევროპარლამენტის პრეზიდენტი შეგვახსენებს რომ ეს ხალხის არჩეული დემოკრატიული ინსტიტუტია და მნიშვნელოვანია. მოკლედ, მნიშვნელოვანი არის თუ არ არის, ჩვენთვის არის ერთი რამ მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით იყოს სამართლიანი დამოკიდებულება და რეალისტური დამოკიდებულება.

ეს ჩვენზე მეტად დღეს სჭირდება ევროპას, ისევ და ისევ ევროკავშირს იმისთვის, რომ რეპუტაციაც დაიცვას და შენარჩუნდეს, ვინაიდან ასეთი რეზოლუციები, ასეთი დოკუმენტები პირველ რიგში მათ რეპუტაციაზე მეტყველებს ცუდად, თორემ ამ პატარა საზოგადოებაში ძალიან რთულია დამალო რამე და დაიჯერო ის, რაც წერია ევროპარლამენტის დოკუმენტში. წარმოუდგენელია მისი სერიოზულად აღქმა ჩვენი საზოგადოების მხრიდანაც. ასე, რომ მნიშვნელოვანია თავის რეპუტაციას გაუფრთხილდნენ პირველ რიგში და სერიოზული საუბარი გვქონდეს, ვინაიდან ეს სჭირდება ევროპას დღეს. სჭირდება საქართველო, სჭირდება სამხრეთ კავკასია და ამას ვერავინ ვეღარ უარყოფს, უფრო მეტად საუბრობენ.

მეორე მხრივ, ისევ და ისევ კონკრეტული პირები, რომლებიც დღეს იკავებენ წამყვან თანამდებობებს ბრიუსელში, მაქსიმალურად ცდილობენ ისაუბრონ ისე, რომ არ ახსენონ საქართველო. ჩაატარონ შეხვედრები ისე, მათ შორის დაკავშირებადობაზე, რომ არ ჰყავდეთ საქართველო და უნდათ, რომ ამავდროულად სერიოზულად გამოიყურებოდნენ. წარმოუდგენელია, ეს ორი ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელია. ისაუბრო დაკავშირებადობაზე და იქ არ გყავდეს საქართველო და არ ესაუბრო მას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778095495

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალი საგოლე გადაცემით გახსნა

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ მატჩში მიუნხენში „ბაიერნს“ ეთამაშება. მესამე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა, ზუსტი გადაცემა გადააწოდა დემბელეს...

ხვიჩა კვარაცხელია

1778093382

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: 2030 წლისთვის ტვირთბრუნვის გაორმაგებას ველოდებით - ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმა

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგური, მასთან დამაკავშირებელი გზა და რკინიგზა, ასევე გაძლიერებული „საქართველოს რკინიგზა“ - როგორც სავაგონო და სალოკომოტივო პარკით, ისე გაციფრულების და შესაბამისი სისტემებით, უზრ...

თამარ იოსელიანი:

1778093347

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები...

თამარ იოსელიანი

1778092540

ახალი ამბები

ლიზა გეგეჭკორი: როგორ შეიძლება ნორმალურმა, მოაზროვნე ადამიანმა წამით მაინც დაიჯეროს, რომ ის ხალხი, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში შეურაცხყოფას აყენებს და ტალახს ესვრის უწმინდესის არჩევანს, ოდნავ მაინც სცემს პატივს თავად პატრიარქს?

„რატომ ჰგონიათ ამ რადიკალებს, რომ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს? ფაქტია და ამას ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, რომ პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, წლებია საჯაროდ, დაუფარავად და ყველაზე ბინძური მე...

ლიზა გეგეჭკორი

1778090361

ახალი ამბები

ირაკლი მეზურნიშვილი: ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სულ მალე გაიმართება PABSEC-ის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური ასამბლეა საქართველოში

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში, - განუცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურ...

ირაკლი მეზურნიშვილი