მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარზე: შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას

„უკრაინული მხარე ნამდვილად გააქტიურდა საქართველოსთან კომუნიკაციაში“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო ზარზე საუბრისას.

მისივე თქმით, უკრაინელ კოლეგასთან ერთად შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობა გაგრძელდება.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს და ქართულ საზოგადოებას სოციალური ქსელებით ესაუბრებოდა და თან არც თუ ისე სასიამოვნო გზავნილები გვესმოდა, რაც შეუძლებელია რომ გადავდოთ გვერდით. მნიშვნელოვანია ერთი ის, რომ ინიციატივა მოდის უკრაინული მხრიდან, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ, ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ნაბიჯი და მეორე, ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში გარკვეული საკითხები რაც დაგროვდა ურთიერთობებში იყოს უკრაინული მხრიდან სწორად გაგებული, ისე როგორც გავიგეთ ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ. საქართველოს ხელისუფლებამ და გავაგრძელოთ ურთიერთობა, ჩვენ შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას, რაც შეიძლება რომ გაკეთდეს, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობები დაბრუნდეს ნორმის ჩარჩოში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს პოზიციებსა და მიდგომებში არაფერი შეცვლილა.

„ჩვენ მტკიცე პოზიცია გვაქვს უკრაინასთან მიმართებაში. ეს არის საკმაოდ თანმიმდევრული პოზიცია. ეს ჩანდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ეს ჩანდა ჩვენს განცხადებებში, თუმცა იყო პოზიცია, რომელიც უგულებელყოფდა ყველაფერს, რასაც ამბობდა თბილისი, ეს ალბათ არის საკითხი რაც უნდა ვიკითხოთ, რას ეფუძნებოდა ის პოზიციები რაც გვესმოდა უკრაინული მხარის მხრიდან“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილი ერევანში ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის შემდგარ გასაუბრებასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის გასაუბრებას წინ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გასაუბრება უძღოდა.

“სურვილი, რომ ურთიერთობებში გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები, ეს არის პირველ რიგში ის, რაც გავიგეთ და რასაც ემსახურებოდა ეს კომუნიკაცია. დანარჩენი უნდა ვნახოთ, დრო გვაჩვენებს როგორ განვითარდება. ჩვენ გაცხადებულიც გვქონდა, რომ გარკვეულწილად ცალმხრივი მეგობრობის მდგომარეობაში ვრჩებოდით უკრაინასთან და ფაქტობრივად, ცალმხრივი მხარდაჭერის რეჟიმშიც. ჩვენ ეს არასდროს შეგვიწყვეტია და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ეს ურთიერთობები დაეფუძნოს ორმხრივად პატივისცემას და ასე გაგრძელდეს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც არის. ჩვენ არასდროს გვისურვია არცერთ მეგობარ სახელმწიფოსთან და ხალხთან სხვაგვარი ურთიერთობა და თუკი ასეთი სურვილი იქნება მეორე მხრიდანაც, შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგმება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მოხარული ვიქნებით”, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778095495

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალი საგოლე გადაცემით გახსნა

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ მატჩში მიუნხენში „ბაიერნს“ ეთამაშება. მესამე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა, ზუსტი გადაცემა გადააწოდა დემბელეს...

ხვიჩა კვარაცხელია

1778093382

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: 2030 წლისთვის ტვირთბრუნვის გაორმაგებას ველოდებით - ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმა

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგური, მასთან დამაკავშირებელი გზა და რკინიგზა, ასევე გაძლიერებული „საქართველოს რკინიგზა“ - როგორც სავაგონო და სალოკომოტივო პარკით, ისე გაციფრულების და შესაბამისი სისტემებით, უზრ...

თამარ იოსელიანი:

1778093347

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები...

თამარ იოსელიანი

1778092540

ახალი ამბები

ლიზა გეგეჭკორი: როგორ შეიძლება ნორმალურმა, მოაზროვნე ადამიანმა წამით მაინც დაიჯეროს, რომ ის ხალხი, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში შეურაცხყოფას აყენებს და ტალახს ესვრის უწმინდესის არჩევანს, ოდნავ მაინც სცემს პატივს თავად პატრიარქს?

„რატომ ჰგონიათ ამ რადიკალებს, რომ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს? ფაქტია და ამას ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, რომ პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, წლებია საჯაროდ, დაუფარავად და ყველაზე ბინძური მე...

ლიზა გეგეჭკორი

1778090361

ახალი ამბები

ირაკლი მეზურნიშვილი: ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სულ მალე გაიმართება PABSEC-ის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური ასამბლეა საქართველოში

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში, - განუცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურ...

ირაკლი მეზურნიშვილი