ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიმოქმედეთ მაღალი პასუხისმგებლობით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ, ამისათვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ
ჩვენთვის ერთგვარი ტვირთი იყო ის, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული, მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ იმ აქტით, რომელიც იხილა საზოგადოებამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ იმოქმედა მაღალი პასუხისმგებლობით.
„მთლიანობაში, დაახლოებით, 30 მოძალადე იყო დაკავებული ძალადობრივი მიტინგის მონაწილეებს ვგულისხმობ, მოძალადეებს და ამ დროის განმავლობაში, ჩვენთვის ერთგვარი ტვირთი იყო ის, რომ იყო მართალია ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული. ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი ორიოდე კვირის წინ, უფრო ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში და, საბოლოო ჯამში, მოხერხდა ბრალის გამოკვეთა. ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ, ამისათვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ იმ აქტით, რომელიც იხილა საზოგადოებამ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
1778313718
ახალი ამბებიპრემიერი: ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერა...
1778313642
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, შუა დერეფანი კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. ასევე, ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეც, შუა დერეფნის კონტექსტში. ქადაგიძემ გან...
1778313109
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ნიშნავს მედიის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას
ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები არის მედიის თავისუფლება, რასაც პირდაპირ უპირისპირდება როგორც ევროპული ბიუროკრატია, ისე საქართველოში მოქმედი აგენტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლ...
1778313032
ახალი ამბებიპრემიერი: იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა
იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, - ამის შე...
1778312959
ახალი ამბებიპრემიერი: სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში
სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახა...































