ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას/ჩიპირებას ატარებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი იაკობაშვილმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისათვის მონაწილე მხარეებს შორის მუდმივი კომუნიკაცია აუცილებელია.

„ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაზღვრულია როგორც უპატრონო/მიკედლებული, ასევე პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და ჩიპირება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ძუ ძაღლების სტერილიზაცია, რასაც სააგენტოსთან ერთად, კერძო ვეტერინარული კლინიკები უზრუნველყოფენ. პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა“, - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.

შეხვედრაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი, ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტისა და ჰიპერპოპულაციის პროგრამაში ჩართული ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783429430

საზოგადოება

შიო მესამე: სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მსახურებისას ვეცადე, მესწავლა ეშხი, სიყვარული სამეგრელოსი, რის გარეშეც შეუძლებელია, შეიცნო ქართული სული, კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსი

„ჩვენ, როგორც ადამიანები, მეტად თუ ნაკლებად ვცოდავთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ სინანულიც. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს, გვასწავლის, რომ დროებითი, მიწიური სიცოცხლე მ...

შიო მესამე

1783428710

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ვეთანხმებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თავად იყოს ანაკლიის პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე, გარწმუნებთ, უფრო მეტი ინვესტორი გამოჩნდება - საქართველო მსოფლიოს არაერთი ძლიერი ქვეყნისთვის, შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო გახდეს პორტის 100%-ის მფლობელი, ხოლო ტერმინალები იჯარით...

გურამ მაჭარაშვილი

1783426732

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოში იყო ილუზია და ასევე, ღიად უთხრეს უკრაინას - რუსეთთან ომს თქვენ გამო ვერ გავმართავთო

„ნატოს წამყვანი ქვეყნები თავად ამბობენ, რომ ნატოს მომავალი ძალიან ბუნდოვანია და აცხადებენ, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ამ გადატვირთვისას უსაფრთხოების არქიტექტურაში ისინი რუსეთს მოიაზრებენ დ...

გურამ მაჭარაშვილი

1783426424

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი გეგელიას განცხადებაზე: ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი - არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი, მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება

„ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი. არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი დამოუკიდებლობა, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი. მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედე...

ლევან მაჭავარიანი

1783424643

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას, როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი, როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენენ

ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ შთაბეჭდილება, თითქოს, კანდიდატი ქვეყნები ერთმანეთის კონკურენტები არიან და არა პარტნიორები. ასეთი ფრაგმენტაცია მხოლოდ გვასუსტებს,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომა...

შალვა პაპუაშვილი