გურამ მაჭარაშვილი: პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოში იყო ილუზია და ასევე, ღიად უთხრეს უკრაინას - რუსეთთან ომს თქვენ გამო ვერ გავმართავთო

„ნატოს წამყვანი ქვეყნები თავად ამბობენ, რომ ნატოს მომავალი ძალიან ბუნდოვანია და აცხადებენ, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ამ გადატვირთვისას უსაფრთხოების არქიტექტურაში ისინი რუსეთს მოიაზრებენ და ჩვენ სად უნდა ვიყოთ, იქნებ გაგვაგებინონ“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თურქეთში მიმდინარე ნატოს სამიტის კომენტირებისას.

როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის დამაბრკოლებელი მიზეზები არ არსებობდა, რადგან ქვეყანამ ნატოს ეგიდით სამშვიდობო მისიებში ყველაზე დიდი კონტრიბუცია გაიღო და ყველა ნაკისრი ვალდებულება და პირობა შეასრულა.

„ეს არის მოკავშირეებისა და ასპირანტების შეხვედრა. სადაც არის საჭირო, საქართველოს იქ მიიწვევენ, მაგრამ მთავარი აქ სხვა რამეა - შედეგი. შედეგი კი ისაა, რომ საქართველო დღეს ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სტაბილურობასა და მშვიდობას.

გავიხსენოთ, რატომ დაიწყო ომი უკრაინაში - სწორედ იმის გამო, რომ მან ნატოს წევრობაზე არ თქვა უარი. ახლა მარტივი კითხვა მაქვს - ღირდა ეს იმად, რა მდგომარეობაშიცაა ახლა უკრაინა? გარდა ამისა, მიიღო სრული უპერსპექტივობა, რაზეც პირდაპირ საუბრობენ ნატოს ლიდერები. ამ ვითარებაში საქართველოს ნატოში გაწევრიანების რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს? თუ ვინმეს შეიძლებოდა ჰქონოდა ნატოს წევრობის პერსპექტივა, ეს საქართველო იყო. გავიხსენოთ, რომ პროცენტულად ყველაზე მეტი ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა ნატოს სამშვიდობო მისიებში, ყველაზე დიდი კონტრიბუცია ჩვენი იყო და ყველა პირობა და ვალდებულება ჩვენი მხრიდან შესრულდა. რა შეიძლებოდა ყოფილიყო დამაბრკოლებელი? მაგრამ ამ ფონზე პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოში იყო ილუზია. ასევე პირდაპირ თქვეს და ეს უკრაინას ღიად უთხრეს - რუსეთთან ჩვენ ომს, თქვენ გამო, ვერ გავმართავთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ალიანსის ლიდერები ნატოს თავად უყურებენ სკეპტიკურად. „წამყვანი ქვეყნები თავად ამბობენ, რომ ნატოს მომავალი ძალიან ბუნდოვანია და აცხადებენ, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ამ გადატვირთვისას უსაფრთხოების არქიტექტურაში რუსეთს მოიაზრებენ და ჩვენ სად უნდა ვიყოთ, იქნებ გაგვაგებინონ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783429430

საზოგადოება

შიო მესამე: სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მსახურებისას ვეცადე, მესწავლა ეშხი, სიყვარული სამეგრელოსი, რის გარეშეც შეუძლებელია, შეიცნო ქართული სული, კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსი

„ჩვენ, როგორც ადამიანები, მეტად თუ ნაკლებად ვცოდავთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ სინანულიც. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს, გვასწავლის, რომ დროებითი, მიწიური სიცოცხლე მ...

შიო მესამე

1783428710

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ვეთანხმებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თავად იყოს ანაკლიის პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე, გარწმუნებთ, უფრო მეტი ინვესტორი გამოჩნდება - საქართველო მსოფლიოს არაერთი ძლიერი ქვეყნისთვის, შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო გახდეს პორტის 100%-ის მფლობელი, ხოლო ტერმინალები იჯარით...

გურამ მაჭარაშვილი

1783427284

ახალი ამბები

ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზ...

ძაღლები

1783426424

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი გეგელიას განცხადებაზე: ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი - არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი, მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება

„ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი. არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი დამოუკიდებლობა, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი. მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედე...

ლევან მაჭავარიანი

1783424643

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას, როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი, როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენენ

ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ შთაბეჭდილება, თითქოს, კანდიდატი ქვეყნები ერთმანეთის კონკურენტები არიან და არა პარტნიორები. ასეთი ფრაგმენტაცია მხოლოდ გვასუსტებს,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომა...

შალვა პაპუაშვილი