დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი, პირველადი პროექტის მიხედვით, 2 082 482 000 ლარი იქნება

თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომლის საერთო მოცულობაც 2 082 482 000 ლარია, განსახილველად თბილისის საკრებულოში გადაიგზავნა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა გასულ წელთან შედარებით 100 მილიონი ლარით მეტია.

„მზად არის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი — თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უკვე გადაგზავნილია საკრებულოში. ეს არის პირველადი ვარიანტი, იქნება განხილვები. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საკრებულოსთან და ყველა შენიშვნა გათვალისწინებული იქნება. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 082 482 000 ლარს, რაც შარშანდელთან შედარებით, თითქმის 100 მილიონი ლარით მეტია.

შემოსავლების წყაროების განაწილება ასეთია: საკუთარი შემოსულობები — 1 474 814 000 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი — 580 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (დღგ სესხის ფარგლებში) — 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი — 1 783 000 ლარი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ბიუჯეტის ოდენობის გადანაწილებას, კახა კალაძის თქმით, იგი გადანაწილდა შემდეგ პრიორიტეტებზე: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიის გაუმჯობესება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა.

„2026 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განსაზღვრულია 479 920 000 ლარი და გულისხმობს ყველა დაპირებულ მსხვილ პროექტს - ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკი, ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია, ოთხი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ავარიული სახლების ჩანაცვლება, ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სხვა მრავალი პროექტი, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

2026 წლის ბიუჯეტის პროექტით ასევე გათვალისწინებულია ტრანსპორტის მიმართულებით დაპირებული მნიშვნელოვანი პროექტები: ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა, მეტროს მოდერნიზება და სხვა; ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გათვალისწინებულია 583 944 000 ლარი, რაც 2025 წელთან შედარებით, 50 091 000 ლარით მეტია. მათი წილი ბიუჯეტში შეადგენს 28%-ს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 168 000 000 ლარის დონორული დაფინანსება.

„რაც შეეხება ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი უკვე გაგზავნილია საკრებულოში. ახლა დაიწყება განხილვები კომისიებსა და ფრაქციებში, რის შემდეგაც წარმოდგენილი იქნება მათი რეკომენდაციები. აღნიშნულ პროცესში აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ფინანსთა სამინისტროსთან და ცენტრალურ მთავრობასთან, რათა უზრუნველვყოთ ბიუჯეტის მოცულობის დამატებითი ზრდა იმ პროექტებისთვის, რომლებიც უკვე შევიტანეთ 2026 წლის გეგმაში. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ მასშტაბური პროექტები. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის, რათა მათი თანადგომით შევძლებთ ამ პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტის საბოლოო, უკვე გაზრდილი ვერსია საკრებულოს 10 დეკემბერს წარედგინება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763550606

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და სხ...

მიხეილ ყაველაშვილი

1763549960

ახალი ამბები

ყველა ის პირი, რომელმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელა ტაქსით მომსახურება უნებართვოდ, ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდება

ის პირები, რომლებმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელეს ტაქსით მომსახურება უნებართვოდ, ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

კახა კალაძე

1763546345

მსოფლიო

Rebelion: ევროკავშირის გარდაუვალი დაშლის შესახებ სპეკულაციები სულ უფრო და უფრო მართლდება

ევროკავშირის გარდაუვალი დაშლის შესახებ სპეკულაციები სულ უფრო და უფრო მართლდება. ერთიანობის, თავისუფალი ვაჭრობის, კლიმატის დაცვისა და გლობალიზაციის იდეები, რომლებსაც ევროპა ოდესღაც ეყრდნობოდა, ჩავარდა....

ევროკავშირი

1763544199

ახალი ამბები

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვია

მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვია. პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მ...

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვია

1763543367

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ნაძირალაა ყველა, ვინც კონკრეტული სპეცსამსახურების დავალებით, ყოველდღიურად ცდილობს ერი სულ უფრო ახალი ფობიებით გახლიჩოს

„დიახ, მინდა სიმწრის ტაში დავუკრა იმ სპეცსამსახურებს, რომლებმაც ამ ეტაპზე თავის მიზნებს მიაღწიეს. დღეს მენტალობის გენოციდი არა იმდენად იმ მეთოდებზეა დამყარებული, რომლებსაც მიმართავდა სააკაშვილი: წამებ...

საზოგადოეა