პროკურატურა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, 22:15 საათზე, არასრულწლოვანები ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე, ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო, უკან გაჰყვნენ ქ.თბილისში, ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტლის კორპუს N25-ში მდებარე სასწავლო ცენტრიდან გამოსულ გიგა ავალიანს. დაახლოებით 800 მეტრის გავლის შემდეგ 22:20 საათზე ალექსანდრე გაბაშვილი მიუახლოვდა გიგა ავალიანს და შემობრუნებისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც მისი თანმხლები გიორგი რიკაძე ტელეფონით იღებდა. დარტყმისთანავე გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაფიქსირებულია ბრალდებულ გიორგი რიკაძის ტელეფონში არსებული და მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, სადაც ასევე ჩანს დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულების მიმალვა შემთხვევის ადგილიდან და ისმის მათი საუბარიც.

ამის შემდეგ ბრალდებულებმა მიმდებარე ტერიტორია ტაქსით დატოვეს. დაკითხულია ტაქსის მძღოლიც, რომელიც დეტალურად იხსენებს ბრალდებულების საუბარს მომხდარი დანაშაულის შესახებ.

დანაშაულებრივი ფაქტიდან 23 დღის შემდეგ, 2025 წლის 24 ოქტომბერს, გიგა ავალიანი მიღებული დაზიანების შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გიგა ავალიანის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით.

ალექსანდრე გაბაშვილს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი რიკაძეს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორივე ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს პატიმრობა.

ბოლო დღეების განმავლობაში დაისვა კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ არ არის დაკავებული აღნიშნულ საქმეზე დამატებით სხვა რამდენიმე პირი. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ, რაც უტყუარად დასტურდება არსებული ვიდეოჩანაწერებით.

აქვე განვმარტავთ, რომ ცალკე წარმოებად გამოყოფილია დამატებითი საქმე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით გამოძიება გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება რომელიმე სხვა პირის პასუხისმგებლობის საფუძველი, იქნება ეს დანაშაულის ორგანიზებისა თუ სხვა ნებისმიერი დანაშაულებრივი მიმართულებით, ბუნებრივია, ბრალდების მხარის მიერ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763558534

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7073 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7078 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი

1763551512

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნაც-ლიბერალური სექტის შეტევა არის ლოგიკური მოცემულობა, მათთვის არა ნაკრების, არამედ იმ ინდივიდების გულშემატკივრობაა მნიშვნელოვანი, რომლებიც მათთვის მისაღებ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებენ

„საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნაც-ლიბერალური სექტის შეტევაც არის სრულად ლოგიკური მოცემულობა. მათთვის არა ნაკრების, როგორც ქვეყნის კოლექტიური სახის, არამედ იმ ინდივიდების გულშემატკივრობაა მნიშვნელოვ...

საქართველოს ნაკრები

1763550721

ახალი ამბები

დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი, პირველადი პროექტის მიხედვით, 2 082 482 000 ლარი იქნება

თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომლის საერთო მოცულობაც 2 082 482 000 ლარია, განსახილველად თბილისის საკრებულოში გადაიგზავნა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავ...

კახა კალაძე

1763550606

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და სხ...

მიხეილ ყაველაშვილი

1763549960

ახალი ამბები

ყველა ის პირი, რომელმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელა ტაქსით მომსახურება უნებართვოდ, ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდება

ის პირები, რომლებმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელეს ტაქსით მომსახურება უნებართვოდ, ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

კახა კალაძე