ყველა ის პირი, რომელმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელა ტაქსით მომსახურება უნებართვოდ, ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდება

ის პირები, რომლებმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელეს ტაქსით მომსახურება უნებართვოდ, ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ წარმატებულ გადაწყვეტილებად ტაქსების რეფორმა მიიჩნევა.

„ტაქსების რეფორმა რამდენიმე ეტაპად განვახორციელეთ: შემოღებულ იქნა მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა; დადგინდა A კატეგორიის ტაქსის ფერის სტანდარტი; აიკრძალა მარჯვენასაჭიანი
ავტომობილით მგზავრთა გადაყვანა; დაინერგა მობილური აპლიკაციები ტაქსით მომსახურების პროცესის გამარტივების მიზნით; აუცილებელი გახდა ტაქსის მანათობლის გამოყენება და ა.შ. ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით შეწყდა ნებართვის გაცემაც და ძალაში დარჩა მხოლოდ უკვე აღებული ნებართვები. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად უდიდესი ეკონომიკური აქტივი გაუჩნდა თითოეული ნებართვის მფლობელ პირს და მას ეს აქტივი უკვე თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია, განკარგოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ცვლილებების სრულყოფილად დანერგვა და მათ შორის ტაქსის მძღოლების ადაპტირება რეგულაციებთან გარკვეულ დროს და ენერგიას მოითხოვდა.

„მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რა თქმა უნდა, აქტიური და უშუალო კომუნიკაციები მიმდინარეობდა ამ სფეროთი დაინტერესებულ თითოეულ პირთან. ხდებოდა მათთან შეხვედრები, მოსაზრებების გაცვლა და შეიძლება ითქვას, რომ პროცესი მხარეთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობდა. ამ პროცესებში იყო შემთხვევები, როცა მგზავრთა ტაქსით გადაყვანა ხორციელდებოდა ნებართვის გარეშე, ან სანებართვო პირობების დარღვევით. ამიტომ, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მანვე მოსახლეობას განუმარტა, რომ 2025 წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ ჩადენილ სამართალდარღვევებზე უკვე განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები მთელი სიმკაცრით.

„მივმართავ მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული საკითხები. იმედი მაქვს, რომ ყველა ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესების ფარგლებში. ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მივაწოდებთ პარლამენტს. აქვე მინდა, ვთხოვო პარლამენტის წარმომადგენლებს, რომ მხარი დაგვიჭირონ ამ საკანონმდებლო ინიციატივებში, რადგან აღნიშნული საკითხები პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის. ასევე, მიგვაჩნია, რომ ცვლილებებს სამართალდარღვევების შემცირების კუთხით ქმედითი პრევენციული ხასიათიც ექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763550721

ახალი ამბები

დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი, პირველადი პროექტის მიხედვით, 2 082 482 000 ლარი იქნება

თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომლის საერთო მოცულობაც 2 082 482 000 ლარია, განსახილველად თბილისის საკრებულოში გადაიგზავნა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავ...

კახა კალაძე

1763550606

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და სხ...

მიხეილ ყაველაშვილი

1763546345

მსოფლიო

Rebelion: ევროკავშირის გარდაუვალი დაშლის შესახებ სპეკულაციები სულ უფრო და უფრო მართლდება

ევროკავშირის გარდაუვალი დაშლის შესახებ სპეკულაციები სულ უფრო და უფრო მართლდება. ერთიანობის, თავისუფალი ვაჭრობის, კლიმატის დაცვისა და გლობალიზაციის იდეები, რომლებსაც ევროპა ოდესღაც ეყრდნობოდა, ჩავარდა....

ევროკავშირი

1763544199

ახალი ამბები

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვია

მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვია. პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მ...

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვია

1763543367

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ნაძირალაა ყველა, ვინც კონკრეტული სპეცსამსახურების დავალებით, ყოველდღიურად ცდილობს ერი სულ უფრო ახალი ფობიებით გახლიჩოს

„დიახ, მინდა სიმწრის ტაში დავუკრა იმ სპეცსამსახურებს, რომლებმაც ამ ეტაპზე თავის მიზნებს მიაღწიეს. დღეს მენტალობის გენოციდი არა იმდენად იმ მეთოდებზეა დამყარებული, რომლებსაც მიმართავდა სააკაშვილი: წამებ...

საზოგადოეა