მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს
„მსურს, ხაზი გავუსვა, რომ მდგრადი მშვიდობისა და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რასაც, ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ეს ისტორიული შეთანხმება სამხრეთ კავკასიის სამომავლო, გრძელვადიანი განვითარებისთვის ახალ პერსპექტივებს აჩენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.
„რა თქმა უნდა, საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. მწამს, რომ ჩვენი თანამშრომლობა, მეგობრობა და პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სამაგალითო ურთიერთობების სულისკვეთებით გაგრძელდება“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
დასასრულ, მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
1763553165
ახალი ამბებიპროკურატურა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას...
1763551512
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნაც-ლიბერალური სექტის შეტევა არის ლოგიკური მოცემულობა, მათთვის არა ნაკრების, არამედ იმ ინდივიდების გულშემატკივრობაა მნიშვნელოვანი, რომლებიც მათთვის მისაღებ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებენ
„საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნაც-ლიბერალური სექტის შეტევაც არის სრულად ლოგიკური მოცემულობა. მათთვის არა ნაკრების, როგორც ქვეყნის კოლექტიური სახის, არამედ იმ ინდივიდების გულშემატკივრობაა მნიშვნელოვ...
1763550721
ახალი ამბებიდედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი, პირველადი პროექტის მიხედვით, 2 082 482 000 ლარი იქნება
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომლის საერთო მოცულობაც 2 082 482 000 ლარია, განსახილველად თბილისის საკრებულოში გადაიგზავნა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავ...
1763550606
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და სხ...
1763549960
ახალი ამბებიყველა ის პირი, რომელმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელა ტაქსით მომსახურება უნებართვოდ, ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდება
ის პირები, რომლებმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელეს ტაქსით მომსახურება უნებართვოდ, ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა...































