მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.
პირისპირ გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე კოლეგებმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს სწრაფად ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის პირობებში რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებას მიესალმება. ასევე, საქართველო განუხრელად უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას და მზად არის განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა საჭიროების შესაბამისად.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
1763550721
ახალი ამბებიდედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი, პირველადი პროექტის მიხედვით, 2 082 482 000 ლარი იქნება
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომლის საერთო მოცულობაც 2 082 482 000 ლარია, განსახილველად თბილისის საკრებულოში გადაიგზავნა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავ...
1763549960
ახალი ამბებიყველა ის პირი, რომელმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელა ტაქსით მომსახურება უნებართვოდ, ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდება
ის პირები, რომლებმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელეს ტაქსით მომსახურება უნებართვოდ, ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა...
1763546345
მსოფლიოRebelion: ევროკავშირის გარდაუვალი დაშლის შესახებ სპეკულაციები სულ უფრო და უფრო მართლდება
ევროკავშირის გარდაუვალი დაშლის შესახებ სპეკულაციები სულ უფრო და უფრო მართლდება. ერთიანობის, თავისუფალი ვაჭრობის, კლიმატის დაცვისა და გლობალიზაციის იდეები, რომლებსაც ევროპა ოდესღაც ეყრდნობოდა, ჩავარდა....
1763544199
ახალი ამბებისაქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვია
მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვია. პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მ...
1763543367
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ნაძირალაა ყველა, ვინც კონკრეტული სპეცსამსახურების დავალებით, ყოველდღიურად ცდილობს ერი სულ უფრო ახალი ფობიებით გახლიჩოს
„დიახ, მინდა სიმწრის ტაში დავუკრა იმ სპეცსამსახურებს, რომლებმაც ამ ეტაპზე თავის მიზნებს მიაღწიეს. დღეს მენტალობის გენოციდი არა იმდენად იმ მეთოდებზეა დამყარებული, რომლებსაც მიმართავდა სააკაშვილი: წამებ...































