შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ავარიების შედეგად მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით 6041 ადამიანია დაშავებული, 345 ადამიანი კი დაღუპული
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ცალკეული ქმედებებისათვის პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალიწინებს, ხოლო მეორე მხრივ კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრდებას იმ სამართალდარღვევებისათვის, რომელთათვისაც გათვალისწინებული სანქცია ვერ უზრუნველყოფს პრევენციული ფუნქციის შესრულებას.
პროექტის თანახმად:
• სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ისა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა);
• ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 40 ლარისა);
• მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 30 ლარისა);
• ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში ან/და საქართველოს კურორტებზე - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად არსებული რეგულირებისა, რომლის თანახმადაც რეგიონებში სახდელის სახედ და ზომად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისში – 50 ლარის ოდენობით).
მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ნორმები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება პასუხისმგებლობა შემდეგი ქმედებებისათვის:
• სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა - გაჩერება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
• გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, არსებული სანქციები არ და ვერ უზრუნველყოფს იმ პრევენციულ ეფექტს, რაც უნდა ჰქონდეს თითოეული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულ ნებისმიერ სანქციას.
„2024 წელს გზებზე 7587 დაშავების მაჩვენებელი დაფიქსირდა და ავარიების შედეგად 444 ადამიანი გარდაიცვალა. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით 6041 ადამიანია დაშავებული და 345 ადამიანი გარდაცვლილი.
თუ გადავხედავთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, მხოლოდ გარდაცვალების მაჩვენებელი 41 ერთეულით არის გაზრდილი. ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 637-ია. ასევე 373 ერთეულით არის გაზრდილი ავარიების რაოდენობა. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ავარიებს ყველაზე ხშირად სიჩქარის გადაჭარბება იწვევს. შესაბამისად, ჩვენ წარმოვადგინეთ სწორედ ის ცვლილებები, რომელიც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გზებზე საგზაო შემთხვევების პრევენციას და სწორედ იმ სანქციებზე ვფოკუსირდით, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს ავარიებსა და ადამიანების გარდაცვალებას“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
კანონპროექტის ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.
1763554328
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სამწუხაროდ, 14-დან 18 წლამდე დამნაშავე არასრულწლოვანთა რიცხოვნობა არის გაზრდილი, ჩვენ ვიღებთ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას და გერმანიაში ახლა მოქმედი კანონმდებლობის ზუსტი ანალოგია
„სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ იზრუნოს მომავალ თაობაზე, მათ შორის, იმ ბავშვებზე, რომლებიც ჩადიან დანაშაულებს. ახლაც, სახელმწიფოს აქვს ზრუნვის ვალდებულება და არსებობს შესაბამისი სამსახური საქართველოს ჯ...
1763554013
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობ ოფიციალური ვიზიტით მყოფ, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ეს ჩვენი მეორე შეხვედრაა....
1763553165
ახალი ამბებიპროკურატურა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას...
1763552611
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს
„მსურს, ხაზი გავუსვა, რომ მდგრადი მშვიდობისა და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდო...
1763551512
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნაც-ლიბერალური სექტის შეტევა არის ლოგიკური მოცემულობა, მათთვის არა ნაკრების, არამედ იმ ინდივიდების გულშემატკივრობაა მნიშვნელოვანი, რომლებიც მათთვის მისაღებ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებენ
„საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნაც-ლიბერალური სექტის შეტევაც არის სრულად ლოგიკური მოცემულობა. მათთვის არა ნაკრების, როგორც ქვეყნის კოლექტიური სახის, არამედ იმ ინდივიდების გულშემატკივრობაა მნიშვნელოვ...





























