ბაჩო ოდიშარია: საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნაც-ლიბერალური სექტის შეტევა არის ლოგიკური მოცემულობა, მათთვის არა ნაკრების, არამედ იმ ინდივიდების გულშემატკივრობაა მნიშვნელოვანი, რომლებიც მათთვის მისაღებ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებენ
„საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნაც-ლიბერალური სექტის შეტევაც არის სრულად ლოგიკური მოცემულობა. მათთვის არა ნაკრების, როგორც ქვეყნის კოლექტიური სახის, არამედ იმ ინდივიდების გულშემატკივრობაა მნიშვნელოვანი, რომლებიც მათთვის მისაღებ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებენ“, - ამის შესახებ კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, აბსურდია ის მოსაზრება, თითქოს ნაკრებმა იმიტომ ვერ მოუგო თურქეთს და ესპანეთს, რომ „ნაცები“ აღარ გულშემატკივრობენ, რადგან ნაკრებს ისინი არც არასოდეს ედგნენ გვერდში და ცალკეულ ფეხბურთელებს ყოველთვის ლანძღავდნენ, ვინაიდან, პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებდნენ.
ოდიშარია მადლობას უხდის ნაკრების ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, პერსონალს და ფეხბურთის ფედერაციას, რომელთა კოლექტიური შრომის შედეგად საქართველომ დიდი სიხარულის წუთები გამოიარა და რომლის გამოც ასეთი მძიმეა ხოლმე წარუმატებელი შედეგი. მისივე თქმით, ერთგული გულშემატკივარი, ყოველთვის ნაკრების გვერდში იქნება. "იმ ფაქტს, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე მესამე ადგილზე გავიდა, აქვს სრულად ლოგიკური მიზეზები. სამწუხაროდ, მოგვიწია ტრავმირებული კიტეიშვილის და ჩაკვეტაძის გარეშე დაწყება (ტრავმიდან დაბრუნებულმა კიტეიშვილმა ფორმაში ჩადგომა ბოლომდე ვერ მოახერხა), სათადარიგოთა სკამზე არ გვაქვს ის სიღრმე, რომ ძირითადის საკვანძო ფეხბურთელების დანაკლისი სრულყოფილად შევავსოთ, დაცვის ხაზი ყველაზე პრობლემური ნაწილია, სუპერკომპლექტაციის ესპანეთთან, რომელიც ხუთი ძირითადის ფეხბურთელის გარეშეც კი უმაღლესი დონის ნაკრებია, ისიც მიღწევაა, რომ თურქეთის მსგავსად 6-0 არ დავმარცხდით. თურქეთი ამ მომენტისთვის ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდა, რადგან გუნდის გადაწყობა არ დასჭირვებიათ, თუმცა პირველ თამაშში მათთანაც მოახერხა ჩვენმა ნაკრებმა ღირსეული მეორე ტაიმის ჩატარება. რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, ბულგარეთთან ყოველგვარი მოტივაციის გრეშე, იმ ცოდნით, რომ ჩვენთვის უკვე აღარაფერი იცვლებოდა, მენტალობამაც იმოქმედა და ზემოთთქმულმა დაცვის ხაზის პრობლემამაც.
საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნაც-ლიბერალური სექტის შეტევაც არის სრულად ლოგიკური მოცემულობა. მათთვის არა ნაკრების, როგორც ქვეყნის კოლექტიური სახის, არამედ იმ ინდივიდების გულშემატკივრობაა მნიშვნელოვანი, რომლებიც მათთვის მისაღებ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებენ. კვარაცხელიას ესენი მაშინაც ლანძღავდნენ, როცა ევროპაზე გავედით, მხოლოდ იმიტომ რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებდა. მამარდაშვილს მაშინაც ლანძღავდნენ, როდესაც ჩეხეთთან გაუვალ ციხესიმაგრედ იდგა, იმიტომ რომ პოლიტიკური მოწოდებები არ გააკეთა, კიტეიშვილს, ლოჩოშვილს, კაკაბაძეს და გველესიანს ქართული ოცნების კლიპში გამოჩენამდეც ამუნათებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლუციურ აქტივიზმს არ უჭერდნენ მხარს. ბუდუსაც მხოლოდ იმიტომ აქებდნენ, რომ ერთხელ მათთვის მოსაწონი კომენტარი გააკეთა ინტერვიუში, თორემ ახლა ისიც აღარ ახსოვთ, რადგან ამ მიმართულებით დივიდენდს ვეღარ ხედავენ. ამიტომ, ის აბსურდი, თითქოს ნაკრებმა იმიტომ ვერ მოუგო თურქეთს და ესპანეთს, რომ ნაცები აღარ გულშემატკივრობენ, ისეთი აბსურდია, კომენტარსაც არ იმსახურებს, რადგან ნაკრებს ისინი არც არასოდეს ედგნენ გვერდში, პოლიტიკურ განცხადებებს, კი ბატონო.
მე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენი ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს, პერსონალს და ფეხბურთის ფედერაციას, რომელთა კოლექტიური შრომის შედეგად ჩვენ უდიდესი სიხარულის წუთები გამოვიარეთ და რომლის გამოც ასეთი მძიმეა ხოლმე წარუმატებელი შედეგი, რადგან მათ მოგვცეს რწმენა და იმედი იმისა, რომ მსოფლიო ფეხბურთში ჩვენ ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. ნაკრები შემდეგ წელს აუცილებლად დაბრუნდება და იტყვის თავის ღირსეულ სიტყვას, ამ გზაზე იქნება მარცხიც და გამარჯვებაც და ორივეს დროს, ჩვენ, ის გულშემატკივრები, ვინც საქართველოს ნაკრებს ვქომაგობთ და არა ცალკეული პერსონების პოლიტიკურ პრეფერენციებს, მათ გვერდში ვიქნებით, თანაზიარი სიხარულშიც და მწუხარებაშიც“, - წერს ბაჩო ოდიშარია.
1763552611
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს
„მსურს, ხაზი გავუსვა, რომ მდგრადი მშვიდობისა და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდო...
1763550721
ახალი ამბებიდედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი, პირველადი პროექტის მიხედვით, 2 082 482 000 ლარი იქნება
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომლის საერთო მოცულობაც 2 082 482 000 ლარია, განსახილველად თბილისის საკრებულოში გადაიგზავნა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავ...
1763550606
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და სხ...
1763549960
ახალი ამბებიყველა ის პირი, რომელმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელა ტაქსით მომსახურება უნებართვოდ, ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდება
ის პირები, რომლებმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე განახორციელეს ტაქსით მომსახურება უნებართვოდ, ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა...
1763546345
მსოფლიოRebelion: ევროკავშირის გარდაუვალი დაშლის შესახებ სპეკულაციები სულ უფრო და უფრო მართლდება
ევროკავშირის გარდაუვალი დაშლის შესახებ სპეკულაციები სულ უფრო და უფრო მართლდება. ერთიანობის, თავისუფალი ვაჭრობის, კლიმატის დაცვისა და გლობალიზაციის იდეები, რომლებსაც ევროპა ოდესღაც ეყრდნობოდა, ჩავარდა....































