"დიდება პარტიას", "სიკვდილი ხალხის მტრებს" – კულტურის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

„დიდება პარტიას”, “სიკვდილი ხალხის მტრებს”, “ბოლშევიკური ენერგიით ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს“ – სიმბოლურად საბჭოთა გამონათქვამებით წარწერებიანი პლაკატები აქვთ გაშლილი კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც მათი განცხადებით თეა წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

აქციაზე ხელოვანებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, იმყოფებიან “ლელოსა” და “დროას” წარმომადგენლებიც, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებენ და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ დახმარებასაც გაუწევენ.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომელთა გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს, რის ოფიციალურ მიზეზად დასაქმებულთა კომპეტენციის ნაკლებობა სახელდება.

მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები, სამსახურიდან გაშვებას მათ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ხელოვნებათმცოდნეების გათავისუფლება კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილია. 

სხვა სიახლეები:

🔵 მიხეილ სააკაშვილი: რომ შემეძლოს აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და უბრალოდ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან

🔵 ნათია მეზვრიშვილი: ჩვენი პარტია ისევ გამორიცხავს "ნაციონალურ მოძრაობასა" და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას 

🔵 შალვა ნათელაშვილი: ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლაზე - ჯერ გამოკითხვა მიდის

🔵 "ჭრილობა მიაყენა ყელსა და ლოყაზე" -კოვიდპაციენტმა კოვიდ კლინიკაში მორიგე ექთანი დაჭრა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794421665

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე გ...

არჩილ გორდულაძე

1794418145

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს

„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...

გიორგი კახიანი

1794417130

ახალი ამბები

თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...

ყვითელი ლენტი

1794415878

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო

„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...

მიხეილ ყაველაშვილი

1794413989

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი

„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...

თორნიკე ჭეიშვილი