ეკა ჩემია კატარში საქართველოს კონსულს დავით აბსანძეს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის - „12 საათიანი ლოდინის, უკიდეგანო რიგების და ქაოსის პარალელურად მხსნელად ჩვენი ქვეყნის კონსული მოგვევლინა...“

ფსიქოლოგი ეკა ჩემია კატარში საქართველოს კონსულს დავით აბსანძეს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო უკვე საქართველოში ვარ და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაჟღერებ გაცვეთილ მაგრამ უკვდავ ფრაზას - ჩემს სამშობლოს არაფერი ჯობია! ჰოდა, ამ ჟანრში კიდევ ერთი საოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ ცნობილი მოვლენების გამო დოჰას აეროპორტში ჩარჩენილებს რომ გადაგვხდა.

12 საათიანი ლოდინის, უკიდეგანო რიგების და ქაოსის პარალელურად. სიტუაციაში მხსნელად ჩვენი ქვეყნის კონსული David ABsandze მოგვევლინა. წარმოიდგინეთ დოჰას უკიდეგანო აეროპორტის ადამიანებით სავსე სივრცე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, ბავშვები და ხანდაზმულები, ფორსმაჟორულ სიტუაციას და ბედს შეგუებულები სკამებზე და ქვის იატაკებზე ათენებენ ღამე, ამ დროს 45 ქართველი(გოადან მომავალი სხვა ჯგუფიც შემოვიერთეთ) ამაყად წელგამართული მიყვება საკუთარი ქვეყნის კონსულს,რომელიც ახერხებს ყველა ჩვენგანი საუკეთესო სასტუმროთი, ტრასფერით და ყველა აუცილებელი პირობით უზრუნველყოს დააბინაოს და აგრძნობინოს, რომ სადღაც, უცხო ქვეყანაში, რთულ ვითარებაში, შეიძლება გქონდეს საკუთარი ქვეყნის, მისი ინსტიტუციების და იქ მომუშავე ადამიანების პიროვნული ღირსებების და სამსახურებრივი სტატუსის მნიშვნელოვნების რეალური იმედი.

მადლობა ამ შეგრძნებისთვის რომელიც, ალბათ მთელი ცხოვრება მემახსოვრება ისევე როგორც ჩვენი საოცარი იაპონური არდადეგები, რომლისთვისაც პერსონალური მადლობა, მის ავტორს და სულის ჩამდგელს Melita Lomadze -ს, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის საოცარ საქმეებს აკეთებს საქართველოდან იაპონიამდე მადლობა და დიდი სიყვარული ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს,რომლებიც ამ მოგზაურობამ ერთმანეთს დაგვაკავშირა“, - წერს ეკა ჩემი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, 23 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო კატარის საჰაერო სივრცე დაიხურა და ყველა ფრენა გადაიდო. საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა აეროპორტში მყოფი საქართველოს 43 მოქალაქე სასტუმროთი და კვებით უზრუნველყვეს.

საქართველოს მოქალაქეები დოჰადან მეორე დღეს გამოფრინდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750935900

ახალი ამბები

28 ივნისიდან თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - თბილისის მერია

„ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა...

მოძრაობა

1750934630

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და უწყების სხვა თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უ...

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და უწყების სხვა თანამშრომლები დააჯილდოვა

1750934131

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი - „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში“

„გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში. გარდა იმისა, რომ სამსახურმა წლ...

შალვა პაპუაშვილი

1750932953

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურაში მუდმივად მზარდ როლს ასრულებს, მათი პროფესიონალიზმი ქმნის მყარ საფუძველს, სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ძლიერ და თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი, საქმისა და სამშობლოსადმი ერთგულება ქმნის მყარ ს...

ირაკლი კობახიძე:

1750930281

ახალი ამბები

გეკა გელაძე: შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით, ინტენსიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ა...

გეკა გელაძე