ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურაში მუდმივად მზარდ როლს ასრულებს, მათი პროფესიონალიზმი ქმნის მყარ საფუძველს, სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ძლიერ და თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი, საქმისა და სამშობლოსადმი ერთგულება ქმნის მყარ საფუძველს სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს, სამსახურის პირად შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა მათი საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„თქვენი მისიის ჭეშმარიტი არსია, იზრუნოთ არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოებაზე, არამედ განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ მისიებზე. თქვენ იცავთ ინსტიტუტებს, რომლებზეც ჩვენი სახელმწიფო დგას და იცავთ თავად ქართულ სახელმწიფოებრიობას - ჩვენს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წესრიგს და უსაფრთხოებას. სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ძლიერ და თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. სამსახურის 13 სტრუქტურული ერთეული სრულყოფილად ფარავს უსაფრთხოების ყველა ასპექტს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურაში ასრულებს მუდმივად მზარდ როლს და ამ ყველაფერში მე მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო ბატონი ანზორ ჩუბინიძის პირადი წვლილი. ჩვენ ყველა ვხედავთ, ყოველდღიურ რეჟიმში როგორ ზრუნავს ის სახელმწიფო დაცვის სამსახურის გაძლიერებაზე, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება სათანადოდ იყოს დაცული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ანზორ ჩუბინიძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. სახელმწიფო ჯილდო - მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ გადაეცათ გრიგორი ურიდიას, ჯაბა გამჯაშვილს, თორნიკე ჯანელიძეს, ზურაბ დარბაისელს და ალექსანდრე ქურდაძეს. ღირსების მედლით პრეზიდენტმა ილია შუბითიძე, ლევან ცეცხლაძე, ირაკლი ნათენაძე და გიორგი ნატრაძე დააჯილდოვა.
1750938185
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რაც არ უნდა მოიგონონ, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, წყლის ნაყვა, რადიკალებს არანაირი პლატფორმის შექმნა არ უშველის
„რაც არ უნდა მოიგონონ, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, წყლის ნაყვა. რადიკალებს არანაირი პლატფორმა არ უშველის - ქვეყნის ღალატსა და სამშობლოს სიძულვილს, რომელიც რადიკალებისგან მომდინარეობს“, - ასე გამოეხმაურა...
1750936489
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში
„ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უწყების 31 წლი...
1750935900
ახალი ამბები28 ივნისიდან თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - თბილისის მერია
„ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა...
1750934630
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და უწყების სხვა თანამშრომლები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უ...
1750934131
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი - „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში“
„გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში. გარდა იმისა, რომ სამსახურმა წლ...