გეკა გელაძე: შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით, ინტენსიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე, სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე დაესწრნენ.

ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე სიტყვით გამოვიდა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან გზებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკაზე აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებით და განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, თანამედროვე მსოფლიოში ნარკომანიასთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს და ამ მიმართულებით არც საქართველოა გამონაკლისი.

„ნარკოტიკული საშუალებების გავრცელება და მოხმარება სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს. შესაბამისად, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის დასტურია ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამკაცრა სასჯელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის. შედეგად, ნარკოდანაშაულთან მებრძოლი დანაყოფების საქმიანობა გახდა უფრო ეფექტიანი ნარკოტიკების რეალიზაციის პრევენციისა და აღკვეთის პროცესში.

ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით, აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ ინიციირებული კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელებისა და კერძო კომპანიების მიერ ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის აკრძალვას, ასევე, მკაცრ კონტროლს ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტების გამოწერაზე. აღნიშნული ინიციატივა ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

როგორც გეკა გელაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით, ინტენსიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კანონით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას.

ღონისძიებაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - დავით კიკნაძემ ანგარიში წარადგინა და ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე წლის სტატისტიკაზე ისაუბრა. დავით კიკნაძემ სამართალდამცველების მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციებზე ყურადღება გაამახვილა და განაცხადა, რომ პოლიცია მომავალშიც აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750935900

ახალი ამბები

28 ივნისიდან თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - თბილისის მერია

„ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა...

მოძრაობა

1750934630

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და უწყების სხვა თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უ...

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და უწყების სხვა თანამშრომლები დააჯილდოვა

1750934131

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი - „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში“

„გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში. გარდა იმისა, რომ სამსახურმა წლ...

შალვა პაპუაშვილი

1750932953

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურაში მუდმივად მზარდ როლს ასრულებს, მათი პროფესიონალიზმი ქმნის მყარ საფუძველს, სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ძლიერ და თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი, საქმისა და სამშობლოსადმი ერთგულება ქმნის მყარ ს...

ირაკლი კობახიძე:

1750931571

ახალი ამბები

ეკა ჩემია კატარში საქართველოს კონსულს დავით აბსანძეს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის - „12 საათიანი ლოდინის, უკიდეგანო რიგების და ქაოსის პარალელურად მხსნელად ჩვენი ქვეყნის კონსული მოგვევლინა...“

ფსიქოლოგი ეკა ჩემია კატარში საქართველოს კონსულს დავით აბსანძეს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „ჩემო ძვირფასო მეგობრებო უკვე საქართველოში ვარ და კიდევ ე...

ეკა ჩემია