ვლადიმერ პუტინი: აშშ-ის სანქციებს გარკვეული შედეგი ექნება, თუმცა ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებითად არ აისახება

„არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ან თავმოყვარე ადამიანი არასდროს არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
პუტინმა აშშ-ის მიერ რუსეთის მსხვილი ნავთობკომპანიებისთვის დაწესებულ სანქციებს არამეგობრული ნაბიჯი უწოდა, რომელიც ხელს არ უწყობს რუსეთ-ამერიკულ ურთიერთობებს.
„რაც შეეხება ახალ სანქციებს, უპირველეს ყოვლისა, ამაში არაფერი ახალი არ არის. დიახ, ისინი ჩვენთვის სერიოზული ხასიათის მატარებელია, ეს გასაგებია და მათ ექნებათ გარკვეული შედეგები, თუმცა არსებითად არ აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს, პრეზიდენტმა ტრამპმა დააწესა ყველაზე მეტი სანქცია, რაც კი მანამდე დაწესებულა რუსეთის წინააღმდეგ. დღეს მათ ორი ასპექტი აქვთ – სუფთა პოლიტიკური და ეკონომიკური. რაც შეეხება პოლიტიკურს, ეს არის რუსეთზე ზეწოლის მცდელობა. არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ან თავმოყვარე ადამიანი არასდროს არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ. რუსეთს კი უდავოდ, აქვს პრივილეგია, საკუთარი თავი მიიჩნიოს თავმოყვარე ქვეყნებისა და ერების რიგებში. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის მიმართ არამეგობრული აქტი, ეს ცხადია. ის არ აძლიერებს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომლებიც ახლა იწყებს აღდგენას“, – განაცხადა პუტინმა.
როგორც ვლადიმირ პუტინმა ბუდაპეშტში დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე კომენტირებისას აღნიშნა, დიდი ალბათობით, აშშ-ის პრეზიდენტი შეხვედრის გადატანაზე საუბრობს.
„დიალოგი ყოველთვის ჯობს, ვიდრე რაღაც კონფრონტაცია, დავა ან მით უმეტეს, ომი. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს დიალოგის გაგრძელებას და ახლაც ვუჭერთ ამას მხარს“, - განაცხადა პუტინმა.ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა.
1761244958
ახალი ამბებიმსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა
69 წლის ასაკში, მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. დონარა გვრიტიშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მან ხუთი წელი ამერიკაში გაატარა, სადაც სი...
1761238384
ახალი ამბებიპროკურატურამ 250 კილოგრამი „ჰეროინის“, უკანონო შეძენის, შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და საერთაშორისო ტრანზიტით გადაზიდვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...
1761237497
ახალი ამბებილევან მეხუზლა: კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ გაამართლა
„2025 წლის რთველის დროს კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ, ცალსახად გაამართლა. გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომ წელს ღვინის კერძო სექტორი, ჩაიბარებდა 200 ათასი ტონის ფარგლებში ყ...
1761235197
ახალი ამბებიპროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა...
1761233143
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე, მაშინ მათ უნდა დაასაბუთონ, რომ ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დადო 400 გვერდზე მეტ დასკვნაში, ის ფაქტები საქართველოში არ მომხდარა
„როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე, მაშინ მათ უნდა დაასაბუთონ - ასე უაზრო ნარატივებით არა, უარგუმენტოდ, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დ...