პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ათონელის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულებმა - ი.წ.-მ, გ.დ.-მ, მ.ო.-მ, თ.კ.-მ, ი.პ.-მ, ა.ც.-მ, ვ.გ.-მ წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ასევე, ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ტელეკომპანია „იმედის“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფებს.

ექვს ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ე.ი. მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან 2 წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს, ან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებულ ი.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ე.ი. მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თანამდებობის დაკავების ან სამ წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევას (ან უამისოდ), ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761242467

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: აშშ-ის სანქციებს გარკვეული შედეგი ექნება, თუმცა ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებითად არ აისახება

„არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ან თავმოყვარე ადამიანი არასდროს არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. პუტინმა აშშ-ის მიერ რუსეთი...

ვლადიმირ პუტინი

1761238384

ახალი ამბები

პროკურატურამ 250 კილოგრამი „ჰეროინის“, უკანონო შეძენის, შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და საერთაშორისო ტრანზიტით გადაზიდვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...

პროკურატურა

1761237497

ახალი ამბები

ლევან მეხუზლა: კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ გაამართლა

„2025 წლის რთველის დროს კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ, ცალსახად გაამართლა. გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომ წელს ღვინის კერძო სექტორი, ჩაიბარებდა 200 ათასი ტონის ფარგლებში ყ...

ლევან მეხუზლა

1761233143

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე, მაშინ მათ უნდა დაასაბუთონ, რომ ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დადო 400 გვერდზე მეტ დასკვნაში, ის ფაქტები საქართველოში არ მომხდარა

„როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე, მაშინ მათ უნდა დაასაბუთონ - ასე უაზრო ნარატივებით არა, უარგუმენტოდ, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დ...

თენგიზ შარმანაშვილი

1761232095

ახალი ამბები

შს მინისტრმა უნგრეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტრა პონევაჩ-პანასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მინისტრმა უნგრეთის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქ...

შს მინისტრმა უნგრეთის ელჩთან შეხვედრა გამართა