პროკურატურამ 250 კილოგრამი „ჰეროინის“, უკანონო შეძენის, შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და საერთაშორისო ტრანზიტით გადაზიდვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 250 კგ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც ტვირთში - სველი ხელსახოცების შეფუთვების შიგთავსში მოათავსა და „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა, რის შემდეგაც აღნიშნული ტვირთი ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ახალ სოფელში საწყობში შეინახა. მოგვიანებით კი ნარკოტიკული ნივთიერებების ნაწილი მეორე ბრალდებულს გადასცა, ხოლო ნაწილი, რომელიც შენიღბულად იყო ტვირთში შენახული, პოლონეთის სახელმწიფოში ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით, კერძო პირის სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში დატვირთა და საბაჟო გამშვები პუნქტი ბათუმის პორტში გადაიყვანა.
2025 წლის 21 ოქტომბერს, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 250 კგ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;, 260 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაზიდვა), 260 სეკუნდა მუხლის მეცხრე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა) 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
1761244958
ახალი ამბებიმსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა
69 წლის ასაკში, მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. დონარა გვრიტიშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მან ხუთი წელი ამერიკაში გაატარა, სადაც სი...
1761242467
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: აშშ-ის სანქციებს გარკვეული შედეგი ექნება, თუმცა ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებითად არ აისახება
„არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ან თავმოყვარე ადამიანი არასდროს არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. პუტინმა აშშ-ის მიერ რუსეთი...
1761237497
ახალი ამბებილევან მეხუზლა: კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ გაამართლა
„2025 წლის რთველის დროს კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ, ცალსახად გაამართლა. გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომ წელს ღვინის კერძო სექტორი, ჩაიბარებდა 200 ათასი ტონის ფარგლებში ყ...
1761235197
ახალი ამბებიპროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა...
1761233143
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე, მაშინ მათ უნდა დაასაბუთონ, რომ ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დადო 400 გვერდზე მეტ დასკვნაში, ის ფაქტები საქართველოში არ მომხდარა
„როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე, მაშინ მათ უნდა დაასაბუთონ - ასე უაზრო ნარატივებით არა, უარგუმენტოდ, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დ...