თენგიზ შარმანაშვილი: როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე, მაშინ მათ უნდა დაასაბუთონ, რომ ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დადო 400 გვერდზე მეტ დასკვნაში, ის ფაქტები საქართველოში არ მომხდარა

„როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე, მაშინ მათ უნდა დაასაბუთონ - ასე უაზრო ნარატივებით არა, უარგუმენტოდ, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დადო 400 გვერდზე მეტ დასკვნაში, რომ ის ფაქტები საქართველოში არ მომხდარა“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს ინტერესებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, იმდენი მტკიცებულება არსებობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთს კი არა 10 პროცესს ეყოფა.
„ასე, რომ აქ ველის მოსუფთავებაზე საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება სარჩელს, ნება მიბოძეთ, ყველაფერი არ დავაკონკრეტო, ვიდრე ეს სარჩელი ოფიციალურად არ გამოქვეყნდება, ყველა დეტალზე ვერ გესაუბრებით. ამაზე ჩვენი პარტიის ხელმძღვანელობაც იკავებს თავს და სწორსაც აკეთებს, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ გახარიას პარტიის პარლამენტში შემოსვლა არის ისევ „დიფ სთეითის“ დავალების შესრულება. რა თქმა უნდა, ისინი ისევ ცდილობენ, რომ დივერსიფიცირებულად შეუტიონ საქართველოს სტაბილიზაციას. ამას ჩვენ ვამბობდით არჩევნების წინაც. რაიმე სიახლეს კი არ ვამბობთ ახლა, რომ ის ორი პარტია, ვინც იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, სულაც არ იყო განწყობილი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და კონსტრუქციულობისთვის ვითარების შესაცვლელად საქართველოში.
ისინიც ჩვეულებრივი რევოლუციური პროცესის მომხრეები იყვნენ, ოღონდ იმ ფორმით, რა ფორმითაც ოპოზიციის ამ ნაწილს დაავალეს. ჩვენი დამოკიდებულება მათდამი არ შეიცვლება და არც იცვლება. დანარჩენი, კონკრეტულად რომელი პარტიები, რა მტკიცებულებებით იქნება წარმოდგენილი ამ სარჩელში, სულ რამდენიმე დღე დარჩა და ნება მიბოძეთ, ახლა ყველაფერი არ გავამხილო, რადგან რაღაცები ზუსტდება და ჩვენ გვინდა, ეს სარჩელი იყოს უმაღლესი რანგის, უმაღლესი იურიდიული დოკუმენტი და არა აღქმებით გაჯერებული რაღაც ნარატივების კრებული. ასე არ იქნება“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი“.
1761237497
ახალი ამბებილევან მეხუზლა: კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ გაამართლა
„2025 წლის რთველის დროს კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ, ცალსახად გაამართლა. გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომ წელს ღვინის კერძო სექტორი, ჩაიბარებდა 200 ათასი ტონის ფარგლებში ყ...
1761235197
ახალი ამბებიპროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა...
1761232095
ახალი ამბებიშს მინისტრმა უნგრეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტრა პონევაჩ-პანასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მინისტრმა უნგრეთის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქ...
1761230006
საზოგადოებანათია თურნავა: ფინანსური დერეფნის გაძლიერება თავის წვლილს შეიტანს დაკავშირებადობაში ევროპასა და აზიას შორის. რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას, ეკონომიკას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რომელიც შემოდის, წაადგება თითოეულ მათგანს
ფინანსური დერეფნის გაძლიერება თავის წვლილს შეიტანს დაკავშირებადობაში ევროპასა და აზიას შორის. რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას, ეკონომიკას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რომელიც შემოდის, წაადგება თითოეუ...
1761228997
ახალი ამბებიერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გატანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ - კონტ...