თეა დარჩია: ქალი ომს არასოდეს დაიწყებს, რადგან სიცოცხლის ფასი იცის
თეა დარჩია სოციალურ ქსელში ომის თემაზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:
"მე როგორც მივხვდი, კაცები საერთოდ არ უნდა გააკარო პოლიტიკას და მით უმეტეს, სახელმწიფოს მართვას, რადგან ბავშვობაში ომობანას თამაშს ზრდასრულობაშიც აგრძელებენ და ამით იმყარებენ პირად ეგოისტურ ამბიციებს!!!
ქალი ომს არასოდეს დაიწყებს, რადგან სიცოცხლის ფასი იცის!!!
ვიცი, ყველაფერთან ერთად, ფემინისტობასაც დამაბრალებთ, მაგრამ არა უშავს, მიჩვეული ვარ….
პოლიტიკაში ქალები უნდა იყვნენ და სასურველია დედები, რომ სხვისი შვილების ჟლეტა აზრადაც არ მოუვიდეთ, რადგან იციან, რა სიმწარეა ბავშვის გაჩენა და გაზრდა, ქალებმა ზუსტად იციან, რამხელა ძალისხმევა და თავგანწირვა სჭირდება ადამიანის ადამიანად გაზრდას და მის ფეხზე დაყენებას!!!
ქალი ომს არასოდეს დაიწყებს, არასოდეს!!!!
ქალი ბავშვობაშიც დედაშვილობანას თამაშობს თოჯინებით, ის ბავშვობაშიც აშენებს, ხან ოჯახს და ხან ცხოვრებას!!!
აშენებს და არა ანგრევს, აჩენს და არა კლავს და ანგრევს!!!
რატომ გამოეცხადა მკვდრეთით აღმდგარი იესო პირველად ქალს?
რადგან იცოდა, რომ კაცს გულისხმიერება არ ეყოფოდა იმის დასაჯერებლად, რომ სამი დღის გარდაცვლილი იესო დაენახა და ეცნო, რატომ გამოგვიგზავნა პატარა 14 წლის წმინდა ნინო ღვთისმშობელმა საქართველოში მართლმადიდებლობის საქადაგებლად?
რადგან იცოდა, რომ ქართველი მხოლოდ სუფთა პატარა გოგოსას თუ ირწმუნებდა და ისიც დედოფლის დახმარებით, რატომაა ყველა უმთავრესი ქართული სიტყვის ფუძე დედა, იმიტომ, რომ ქალი და მით უმეტეს, დედა არის ის, რაც ყველაზე და ყველაფერზე ახლო დგას სიმართლესთან, სიკეთესთან კეთილგონიერებასა და ჭეშმარიტებასთან!!!!
აბა, მეცით ახლა და გამრდღვენით!..",- წერს დარჩია.
სხვა სიახლეები:
🔲 უკრაინაში სამშობიაროს დაბომბვისას დაჭრილი ორსული გარდაიცვალა - დაიღუპა მისი არ დაბადებული შვილიც
1793092135
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ყველაფერი ძალიან მკაფიოა, ეს არ არის უბრალოდ საკონსტიტუციო პროცესი, ეს არის ხალხის მიერ იმ ძალების გასამართლება, რომლებმაც ქვეყანას მხოლოდ დამანგრეველი შედეგები მოუტანეს
„რადიკალური ოპოზიცია არის საკონსტიტუციო სასამართლოს და ხალხის სასამართლოს განსასჯელის სკამზე. იმ ქმედებების გამო, რასაც ეს არაკონსტიტუციური ძალები ამდენი წლის განმავლობაში თავს ახვევდნენ ქვეყანას და ხ...
1793091298
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა....
1793090523
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს
„მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარუ...
1793089517
ახალი ამბებისოპნენდუ მოჰანტი: შოთა რუსთაველი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში წერდა, რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო, საქართველო ახლა სწორედ ამ ეტაპზეა, რაც უფრო გავცემთ, მით უფრო გაიზრდება ეკონომიკა
გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელის სოპნენდუ მოჰანტის განცხადებით, საქართველოს ფინანსური სექტორის მომავალს ხელოვნური ინტელექტი, ტოკენიზაცია და კვანტური ტექნოლოგიები განს...
1793088014
ახალი ამბებილევან მახაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ასეთ ამორალურ განცხადებებს ვისმენთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე
სააკაშვილის აღიარება როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, - ასე აფასებს მოკლული სერჟანტის ოჯახი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც სასამართლო პროცესზე შავაძის საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ი...































