ირაკლი კირცხალია: ძალიან ამაზრზენ სანახაობად გადაიქცა ქალბატონების ეს ჭიდილი, ბრწყინვალე ნანას და თინას ჭიდილი, მიშას კარზე თუ ვინ გახდება ე.წ. თავმჯდომარე
„ძალიან ამაზრზენ სანახაობად გადაიქცა ქალბატონების ეს ჭიდილი, ბრწყინვალე ნანას და თინას ჭიდილი, მიშას კარზე ვინ გახდება ე.წ. თავმჯდომარე“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობას" შიგნით ვერ გაურკვევია ვინ რა პოზიციაზე უნდა იყოს და ვერ დაურწმუნებიათ ერთმანეთი და გაურკვეველია საზოგადოების რამეში დარწმუნებას როგორ აპირებენ.
„აგენტურას ჩვენს ქვეყანაში პერსპექტივა ვერ ექნება. ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა და მყარად გადაწყვიტა. ასე რომ აგენტურაში რა ცვლილებები იქნება საზოგადოებისთვის უკვე ღიმილის მომგვრელიც არაა და ძალიან ამაზრზენ სანახაობად გადაიქცა ქალბატონების ეს ჭიდილი, ბრწყინვალე ნანას და თინას ჭიდილი, მიშას კარზე ვინ გახდება ე.წ. თავმჯდომარე. ისედაც რა დარჩათ, ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ სადაც მმართველმა გუნდმა 1 წლის თავზე, ადგილობრივ არჩევნებში ერთი ერთში გაიმეორა შედეგი, რაც იყო საპარლამენტო არჩევნებში.
იმ ზეწოლის და თავდასხმების ფონზე, რასაც ქვეყანაში ვხედავდით. ოპოზიციამ თავისი თავი თანაპატრონებთან ერთად ძალიან ღიად დაასრულა 2024 წლის არჩევნებზე, როდესაც დიდი სიცრუის კორიანტელში, რაღაც დოზით, საზოგადოების გარკვეული ჯგუფი შეიყვანეს შეცდომაში, მოიპოვეს მანდატები, რა ჰქონდათ და შემდეგ როგორ მოექცნენ იმ მოტყუებით აღებულ მანდატებს. ამის შემდეგ ვნახეთ რა შედეგი დადეს ადგილობრივ არჩევნებზეც. მათ შიგნით ვერ დაურწმუნებიათ ერთმანეთი და შიგნით ვერ ჩამოყალიბებულან, ისინი როგორ ფიქრობენ, რომ დაარწმუნონ საზოგადოება“,- აღნიშნა კირცხალიამ.
1785922337
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება - თითქოს, აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ - არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
„გიორგი ბარამიძე და მისნაირი „ნაცგობლინები“ პირდაპირ ასრულებენ ოკუპანტი კრემლის დაკვეთას. კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებებით საქართველოს, მისი თავდაცვის ძალებისა და მებრძოლების დისკრედი...
1785922119
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი – როცა ვამბობდით, რომ სტრატეგიული ობიექტების გადაცემა არ შეიძლება არც რუსეთისთვის და არც სხვისთვის, „ნაცმოძრაობა“ აცხადებდა, ფულს სუნი არ ასდისო, დღეს მსოფლიოში ვითარება შეიცვალა
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ მოსა...
1785921044
ახალი ამბებიგურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს სოციალურ ქსელში მიმართავს. საქმე ეხება მერაბ მეტრეველის ფეისბუკ სტატუსს, სადაც ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ქარდს გამოე...
1785919250
ახალი ამბებიერთი დაღუპული, ორი დაშავებული - ქუთაისში ავარია მსხვერპლით დასრულდა
ქუთაისის ავტობანზე ავარია მოხდა - ერთმანეთს ევაკუატორი და მიკროავტობუსი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გ...
1785918782
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, იმ პოლიტიკას ფეხი აუბას, რომელიც გარე ძალას გააჩნია, ეს ხდება მიუხედავად იმისა, ამ პოლიტიკის შედეგად დაინგრევა თუ არა საქართველო - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა
„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური პროცესის განვითარებაა, აქედან გამომდინარე, იმას ამბობენ, რასაც სცენარისტი...































