ირაკლი კირცხალია: პრემიერის წერილი და ოპოზიციის ქმედებები გვახსენებს, როდესაც საქართველოში სისხლის ღვრა იყო, სააკაშვილი და მისი დამქაშები როგორ დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ თუ ეთერ-ეთერ და გვიხსნიდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთთან თანამშრომლობა

„პრემიერის წერილი და ოპოზიციის ქმედებები კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, ფორმალურად თავიანთ ქვეყანაში, ფორმალურად - იმიტომ, რომ აგენტს სამშობლო არ გააჩნია - როდესაც სისხლის ღვრა იყო, სრულიად 100%-ით მათი პოლიტიკიდან გამომდინარე, ბიჭების სისხლი არ იყო შეშრობილი მიწაზე, როდესაც ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები როგორ დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ თუ ეთერ-ეთერ და გვიხსნიდნენ, თუ როგორი მნიშვნელოვანია რუსეთსა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, თუ როგორი მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლა და როგორი მნიშვნელოვანია ტურიზმი, თუ როგორი მნიშვნელოვანია რუსული ინვესტიციები. რუსულ ფულს თურმე სუნი არ უდის და უნდა შემოსულიყო ჩვენს ქვეყანაში რუსული ინვესტიციები. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ 80-მდე ობიექტი, სტრატეგიული ობიექტები, გაასხვისეს რუსულ კომპანიებზე“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ოპოზიციის რიტორიკა გარედან მოსული დავალებების შესაბამისად შეიცვალა, ვინაიდან, ისინი დავალების გარეშე ვერც ერთი მიმართულებით ვერ დგამენ ნაბიჯებს. აქედან გამომდინარე, კირცხალიას თქმით, ოპოზიციისთვის, დავალების მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გახდა რუსეთი ცუდი.

„ძალიან კარგად გვახსოვს შემდეგ მათი დამოკიდებულებები საერთაშორისო ასპარეზზე. კიდევ ერთხელ რეზოლუციას გავახსენებ (ევროსაბჭოს რეზოლუცია N1633) და არა მხოლოდ. ამ ყველაფრის შემდეგ, მათი რიტორიკა ვნახეთ ფორმალურად მათ ქვეყანაში, იმიტომ რომ ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტაციით საქართველოს მოქალაქეები, როდესაც დაიწყო უკრაინაში ის სისხლისმღვრელი ომი, რომელიც უკვე მერამდენე წელია მიმდინარეობს. თურმე მაშინ, როდესაც ჩვენი დების, ძმების, მშობლების სისხლი იღვრებოდა, ვხედავდით 100%-ით რუსულ ქმედებას აღსრულების ნაწილში და მხოლოდ და მხოლოდ ანტირუსულ რიტორიკას. ახლა რას ვხედავთ? ისევ და ისევ, როგორც კი მოვიდა დავალება და არაერთხელ გვითქვამს, ისინი დავალების გარეშე ვერცერთ ნაბიჯს ვერ დგამენ ვერცერთი მიმართულებით - თურმე, უკრაინაში თუ მიმდინარეობს ომი, ჩვენ როგორ ვართ აქ? როგორ ვართ მშვიდობით? და თურმე, როგორი ცუდია რუსეთი მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს ეს ომი. რა თქმა უნდა, ეს იყო პროპაგანდის მანქანის ერთ-ერთი ნაწილი, ის სცენარი, რომელიც მოვიდა, რომ ჩაეშალა აქაურ აგენტურას რეგიონში და მათ დაიწყეს ამ სცენარის მიხედვით მოქმედება. მაგრამ საბედნიეროდ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან სწორი განაჩენი გამოუტანა ამ აგენტურას და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, იმიტომ რომ შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა იმ საგამოძიებო კომისიის შემდეგ, სადაც ძალიან ნათლად იყო ამათი აგენტურული საქმიანობა გამომჟღავნებული და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ, ახალ შეერთებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების. ამ ყველაფრის შემდეგ და ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ბედავენ და გამოდიან, ცდილობენ, რომ დემოკრატიის მორალი წაუკითხონ საზოგადოებას. ყოველ დღე, დღითი დღე და განსაკუთრებით როდესაც ასეთი თარიღი (8 აგვისტო) ახლოვდება, კიდევ უფრო შესამჩნევი არის და კიდევ უფრო გამწვავებულია ის შეურაცხყოფა, რასაც ჩვენ ვისმენთ მათ მხრიდან. თუნდაც არ დაგვავიწყდეს იმ თარიღით აპელირება, არ დაგვავიწყდეს ის ბრძანებულება, როდის მოაწერა ბატონმა სააკაშვილმა ხელი, რომელი რიცხვი იყო, რომელ რიცხვში აღნიშნავდნენ ამ ყველაფერს და დღეს ასევე როგორ სპეკულირებენ ამ თემით. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ეს წერილი კიდევ ერთხელ იყო შეხსენება ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ რას ნიშნავს აგენტი, თუ რას ნიშნავს უსამშობლო და თუ რა იყო მათი სახე და რა არის მათი სახე დღეს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785925209

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ძალიან ამაზრზენ სანახაობად გადაიქცა ქალბატონების ეს ჭიდილი, ბრწყინვალე ნანას და თინას ჭიდილი, მიშას კარზე თუ ვინ გახდება ე.წ. თავმჯდომარე

„ძალიან ამაზრზენ სანახაობად გადაიქცა ქალბატონების ეს ჭიდილი, ბრწყინვალე ნანას და თინას ჭიდილი, მიშას კარზე ვინ გახდება ე.წ. თავმჯდომარე“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხ...

ირაკლი კირცხალია

1785922337

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება - თითქოს, აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ - არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე

„გიორგი ბარამიძე და მისნაირი „ნაცგობლინები“ პირდაპირ ასრულებენ ოკუპანტი კრემლის დაკვეთას. კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებებით საქართველოს, მისი თავდაცვის ძალებისა და მებრძოლების დისკრედი...

გია აბაშიძე

1785922119

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი – როცა ვამბობდით, რომ სტრატეგიული ობიექტების გადაცემა არ შეიძლება არც რუსეთისთვის და არც სხვისთვის, „ნაცმოძრაობა“ აცხადებდა, ფულს სუნი არ ასდისო, დღეს მსოფლიოში ვითარება შეიცვალა

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ მოსა...

გიორგი ვოლსკი

1785921044

ახალი ამბები

გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?

თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს სოციალურ ქსელში მიმართავს. საქმე ეხება მერაბ მეტრეველის ფეისბუკ სტატუსს, სადაც ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ქარდს გამოე...

გურამ ნიკოლაშვილი

1785919250

ახალი ამბები

ერთი დაღუპული, ორი დაშავებული - ქუთაისში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ქუთაისის ავტობანზე ავარია მოხდა - ერთმანეთს ევაკუატორი და მიკროავტობუსი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გ...

პოლიცია, ლენტი, პატრული