გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს.
„ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად.
გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისთვის ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდევბულები არიან.
სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
1783074724
ახალი ამბები„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ილია II და მისი ღვაწლი, ისაუბრეს ჩეხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე“ - შიო III ჩეხეთის ელჩს შეხვდა
ამა წლის 2 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ჩეხეთი...
1783073583
ახალი ამბები„წითელი ხიდის“ ცვლის უფროსმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის უკანონო გადმოტანის უზრუნველსაყოფად, მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო 4000 დოლარი - ერთ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ...
1783072264
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: იმედია, ევროპარლამენტში გონს მოეგებიან, რუკას დახედავენ და მიხვდებიან, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია
„ჩვენ გვაბრალებენ იმას, რაც რეალობაში არ არსებობს და სხვა ქვეყნების რეალურ პრობლემებზე არ საუბრობენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების თვალში ეს სისულელეა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს“, - ამის შესა...
1783070987
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: თინა ბოკუჩავას მხრიდან სინდისზე საუბარი ცინიკურია, სინდისმა თუ შეაწუხა, რატომ არ განაცხადა ეს თავიდანვე, გასაკვირი არ არის, რომ საკუთარ ამომრჩეველს ატყუებდნენ
„თინა ბოკუჩავას განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, მისი მხრიდან სინდისზე საუბარი ცინიკურია, სინდისმა თუ შეაწუხა, რატომ არ განაცხადა ეს ყველაფერი თავიდან“, - ამის შესახე...
1783069422
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი – თინა ბოკუჩავას არაფერი ქენჯნის, რაც სინდისთან არის დაკავშირებული, როცა დასჭირდა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ამოალაგა და მზის სინათლეზე გამოფინა, ხვალ რომ დასჭირდება, უარესს იზამს
„თინა ბოკუჩავას განცხადება იმას ნიშნავს, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ ტყუილი გაავრცელონ და შემდეგ, როცა ეს ყველაფერი ერთმანეთის დასაძირად დასჭირდებათ, გამოამზეურონ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლე...































