ლევან მაჭავარიანი: თინა ბოკუჩავას მხრიდან სინდისზე საუბარი ცინიკურია, სინდისმა თუ შეაწუხა, რატომ არ განაცხადა ეს თავიდანვე, გასაკვირი არ არის, რომ საკუთარ ამომრჩეველს ატყუებდნენ

„თინა ბოკუჩავას განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, მისი მხრიდან სინდისზე საუბარი ცინიკურია, სინდისმა თუ შეაწუხა, რატომ არ განაცხადა ეს ყველაფერი თავიდან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ საკუთარ ამომრჩეველს ატყუებდნენ.

„ამ პარტიას რაც დაემართა, იქიდან გამომდინარეობს, რასაც რეალურად წარმოადგენენ, ერთმანეთი სძულთ, თავი სასაცილო მდგომარეობაში აქვთ ჩაყენებული. „ნაცმოძრაობას“ არანაირი რესურსი აღარ აქვს. რა ელექტორალური მხარდაჭერაც ჰქონდა, არჩევნებიდან-არჩევნებამდე დაკარგეს. ალბათ, მათი რეიტინგი ნულის ტოლია.

დღეს, როცა შიდა სამზარეულო სააშკარაოზე გამოიტანეს, მათი ამომრჩეველი ალბათ დარწმუნდა, რომ ამ ხალხს ერთმანეთი ეზიზღება, ერთმანეთს პატივს არ სცემენ. თინა ბოკუჩავას ახალი თავმჯდომარის ამბავი მანქანაში გაუგია.

ლიდერებს როცა ასე უპატივცემულოდ ექცევიან, რა გასაკვირია, როგორ ექცეოდნენ მოსახლეობას. მათი შიდა სამზარეულოდან რაც უფრო მეტი სიბინძურე გამოვა, მათი რეიტინგის კლებაზე უფრო მეტად აისახება. პარტიის წევრებისთვის დემოტივაცია იქნება, როცა უყურებენ, როგორ იყენებენ მათ ლიდერებს.

დემოტივაციას იწვევს ისიც, რომ ახლა ნანუკა ჟორჟოლიანზეა საუბარი. რა შუაშია პოლიტიკასთან? კარგი რადიკალი აქტივისტია, მაგრამ რადიკალი აქტივისტობა და პარტიის თავმჯდომარეობა სხვადასხვა რამეა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783072264

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: იმედია, ევროპარლამენტში გონს მოეგებიან, რუკას დახედავენ და მიხვდებიან, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია

„ჩვენ გვაბრალებენ იმას, რაც რეალობაში არ არსებობს და სხვა ქვეყნების რეალურ პრობლემებზე არ საუბრობენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების თვალში ეს სისულელეა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს“, - ამის შესა...

ლევან მაჭავარიანი

1783069422

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი – თინა ბოკუჩავას არაფერი ქენჯნის, რაც სინდისთან არის დაკავშირებული, როცა დასჭირდა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ამოალაგა და მზის სინათლეზე გამოფინა, ხვალ რომ დასჭირდება, უარესს იზამს

„თინა ბოკუჩავას განცხადება იმას ნიშნავს, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ ტყუილი გაავრცელონ და შემდეგ, როცა ეს ყველაფერი ერთმანეთის დასაძირად დასჭირდებათ, გამოამზეურონ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლე...

თენგიზ შარმანაშვილი

1783069005

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ლავროვის განცხადება აჩვენებს, რომ მოსკოვი საქართველოს სთავაზობს არა დიალოგს, არამედ 2008 წლის შედეგების ლეგიტიმაციას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი შეფასებით, მოსკოვის გზავნილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ...

დავით ქართველიშვილი

1783067214

ახალი ამბები

დღეს პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია სრულდება

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის IV ეტაპი დღეს, 24:00 საათზე დასრულდება. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. მათივე...

სკოლა

1783066865

მსოფლიო

ჯანმომ ჰანტავირუსის აფეთქება დასრულებულად გამოაცხადა

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ საკრუიზო ლაინერზე, „ჰონდიუსზე“ მომხდარი ჰანტავირუსის აფეთქება დასრულებულია. ამის შესახებ theguardian ი...

ჰანტავირუსი ჰანტავირუსი