ლევან მაჭავარიანი: იმედია, ევროპარლამენტში გონს მოეგებიან, რუკას დახედავენ და მიხვდებიან, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია
„ჩვენ გვაბრალებენ იმას, რაც რეალობაში არ არსებობს და სხვა ქვეყნების რეალურ პრობლემებზე არ საუბრობენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების თვალში ეს სისულელეა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტში თუ რუკას დახედავენ, მიხვდებიან, რომ საქართველო მნიშვნელოვანია.
„ევროპარლამენტში უფრო დამაჯერებლები რომ იყვნენ, ვურჩევდი, რომ სხვა ქვეყნებზეც ისაუბრონ. ისაუბრონ უკრაინასა და მოლდოვაზე. ის, რომ ეს ორი ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა, ადამიანის უფლებები ირღვევა და ოპოზიციური პარტიები აკრძალეს.
თუ ისინი ამ ყველაფერზე ისაუბრებენ, მაშინ მათი უსაფუძვლო ბრალდებები შეიძლება, უფრო დამაჯერებელი იყოს. თუმცა, როცა მხოლოდ ჩვენ გვაბრალებენ იმას, რაც რეალობაში არ არსებობს და სხვა ქვეყნების რეალურ პრობლემებზე არ საუბრობენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების თვალში ეს სისულელეა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. გამოსავალია საუბარში, თუმცა სამართლიანი დისკუსია უნდა იყოს, თავისი არგუმენტებით და შინაარსით.
იმედია, ისინი გონს მოეგებიან, რუკას დახედავენ და მიხვდებიან, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია. იმასაც შეეგუებიან, რომ რევოლუციითაც ვერ ჩაგვანაცვლეს, რომელიც ხუთჯერ სცადეს, ვერც არჩევნებით დაგვამარცხეს, წინასაარჩევნო კამპანია აგენტურულ ძალებს თავად ჩაუტარეს“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.
1783074724
ახალი ამბები„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ილია II და მისი ღვაწლი, ისაუბრეს ჩეხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე“ - შიო III ჩეხეთის ელჩს შეხვდა
ამა წლის 2 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ჩეხეთი...
1783073583
ახალი ამბები„წითელი ხიდის“ ცვლის უფროსმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის უკანონო გადმოტანის უზრუნველსაყოფად, მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო 4000 დოლარი - ერთ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ...
1783073003
ახალი ამბებიგიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკ...
1783070987
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: თინა ბოკუჩავას მხრიდან სინდისზე საუბარი ცინიკურია, სინდისმა თუ შეაწუხა, რატომ არ განაცხადა ეს თავიდანვე, გასაკვირი არ არის, რომ საკუთარ ამომრჩეველს ატყუებდნენ
„თინა ბოკუჩავას განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, მისი მხრიდან სინდისზე საუბარი ცინიკურია, სინდისმა თუ შეაწუხა, რატომ არ განაცხადა ეს ყველაფერი თავიდან“, - ამის შესახე...
1783069422
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი – თინა ბოკუჩავას არაფერი ქენჯნის, რაც სინდისთან არის დაკავშირებული, როცა დასჭირდა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ამოალაგა და მზის სინათლეზე გამოფინა, ხვალ რომ დასჭირდება, უარესს იზამს
„თინა ბოკუჩავას განცხადება იმას ნიშნავს, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ ტყუილი გაავრცელონ და შემდეგ, როცა ეს ყველაფერი ერთმანეთის დასაძირად დასჭირდებათ, გამოამზეურონ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლე...































