გიორგი გაბუნია ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: ეს ადამიანები იყვნენ მსხვერპლი იმ უფროსების მხრიდან, რომლებიც პროცესს მართავდნენ

„ადამიანი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და შემდეგ მიმართავს პრეზიდენტს შეწყალებაზე, აქ ყველაფერი გასაგებია. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს ეს პროცესი“, - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, „საზოგადოება ქართულის“ ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ, „დღის ქრონიკაში“ ძალადობრივ აქციებზე დაკავებულთა შესახებ საუბრისას.

„ეს ადამიანები იყვნენ მსხვერპლი, იმ უფროსების მხრიდან, რომლებიც პროცესს მართავდნენ. როგორც კი სამართალდამცველებთან შეტაკება მოხდებოდა, უფროსები იმალებოდნენ და ამ ადამიანებს ტოვებდნენ დაპირისპირების პროცესში. შემდეგ, მათ გაიაზრეს საკუთარი დანაშაული, მოინანიეს და შეწყალებაზე პრეზიდენტს მიმართეს.

სცენარი იყო ასეთი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ აქციებში მონაწილეობდნენ და სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდნენ, ციხეში იყვნენ იმისთვის, რომ შემდგომში მათ პატრონებს ერბინათ ევროპაში, კაბინეტებში რათა ეთქვათ, რომ ეს ადამიანები არიან გმირები, პოლიტპატიმრები, შემდეგ ამასთან დაკავშირებით, ყოფილიყო პოლიტიკური განცხადებები და ეს საკითხები სხვადასხვა რეზოლუციებში შეეტანათ.

ჩვენ ვთქვით, რომ თუ დამნაშავე მოინანიებდა და აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, აანაზღაურებდა მიყენებულ ზიანს, მასთან გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება ბრალს და სასჯელზე და ამ ადამიანების მიმართ იქნებოდა გამოყენებული კანონით გათვალისწინებული შეღავათები - ასეც მოხდა.

როდესაც ამ ადამიანებმა საპატიმრო დატოვეს, მათი სცენარი დაინგრა - გეგმა, რაც ჰქონდათ, რომ საქართველო გაეშავებინათ, აღარ მუშაობს“, - აღნიშნა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არიან 2024 წლის აქციაზე დაკავებულებიც. მათ დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795526147

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5922 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5926 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა

1795525996

საზოგადოება

პოლიციამ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლი...

დაკავება დაკავება

1795525241

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი: 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს

2026 წლის ბიუჯეტში დამტკიცებული ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. ცვლილებები...

ლაშა ხუციშვილი

1795523206

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრს: არ გრცხვენიათ, ასე რომ იტყუებით? ბოლო აღწერის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 3 მილიონ 900 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, საიდანაც ეთნიკურად ქართველები დაახლოებით 85%-ია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების პოლიტიკურ განცხადებებს უპასუხა, რომლებიც, მი...

ლევან მაჭავარიანი

1795522291

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ ეტაპზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპ...

აბრაამი  აბრაამი