გივი მიქანაძე ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა. განსაკუთრებით მძიმეა ის, რომ გარდაცვლილთა შორის სკოლის მოსწავლეები არიან.
ეს არის ჩვენი ერის საერთო ტკივილი და ამ მძიმე წუთებში მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა.
ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სასკოლო საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს გივი მიქანაძე.
ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.
დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.
მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებიდან 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
1795161957
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: სიახლე ოპონენტების ქცევაში არაფერი იყო და არც ველოდებოდით, პასუხს სერიოზულად გასცემდნენ, რადგან მათ არანაირი სინანულის გრძნობა არ აქვთ, შეცდომების დონეზეც კი არ აღიარებენ, არათუ დანაშაულს არ აღიარებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს ოპონენტებმა მათ მიერ დასმულ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები ვერ გასცეს...
1795160539
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდ...
1795158716
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: არანაირი ანტიდასავლური ნარატივი და არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე, ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებზე...
1795157616
ახალი ამბებისაქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო, ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 2026 წლის 19 ნოემბერს ფონიჭალის დასახ...
1795155388
ახალი ამბებისაქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით,...































