მაკა ბოჭორიშვილი: მზაობა იმისა, რომ სწორად იყოს გაგებული რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ბრიუსელის ბიუროკრატიაში არ არის, პირიქით, დღეს არიან იქ ადამიანები, რომლებიც საქართველოს საკითხს იყენებენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის

„მზაობა იმისა, რომ სწორად იყოს გაგებული რას აკეთებს საქართველო, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიაში ეს მზაობა არ არის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, პირიქით, დღეს არიან იქ ადამიანები, რომლებიც საქართველოს საკითხს იყენებენ ძალიან ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, რომელშიც არ შედის ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოება და სტაბილურობა.

„სამწუხარო რეალობა ასეთია, არიან ძალები, მათ შორის ბრიუსელის ბიუროკრატიაში, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა არ სჭირდებათ სტაბილურობისთვის და სტაბილურობის ხიდად არ ხედავს ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის, პირველ რიგში, უსაფრთხოების და სტაბილურობის დაცვას, სწორედ პოლიტიკური პროცესების დაცვით გარე ჩარევებისგან, ეს არის ის სწორი გზა, რაც შეიძლება ქვეყნის პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ გააკეთოს საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ეს გზა რამდენად მოსწონთ იმ ადამიანებს, რომელთანაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ეს ყველაფერი, ბუნებრივია მათ არ მოეწონებათ. ბუნებრივია, ეს კრიტიკა იქნება. ბუნებრივია, ამას არ დაინახავს არავინ როგორც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და გარე ჩარევების შიდა პოლიტიკაში აღმოფხვრისთვის გადადგმულ ნაბიჯებს. რა თქმა უნდა, იქნება მცდელობა, რომ ეს კიდევ წარმოაჩინონ რაღაც დაუსრულებელი დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებად, დაუსრულებელი ზურგშექცევის პოლიტიკის გაგრძელებად. რამდენჯერ შესაძლოა შევაქციოთ ევროპას ზურგი, წარმოუდგენელია როგორც ხედავენ და როგორც ცდილობენ რომ დაინახონ მარტივი რამ, ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებების განხორციელება, რომელიც ემსახურება ქვეყნის სტაბილურობას, ქვეყნის უსაფრთხოებას. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომელშიც მოქმედებს დღეს საქართველოს ხელისუფლება და სულაც არ არის მისი დანახვა და გაგება ასეთი რთული, როგორიც ჩანს ბრიუსელის გარკვეული კაბინეტებიდან“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771440334

ახალი ამბები

იონათამიშვილი: გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თუ არ იცოდნენ, რომელი საკითხი იდგა კენჭისყრაზე და ისე უარყვეს, ეს ერთი უბედურებაა

„დღეს 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ...

იონათამიშვილი

1771437525

ახალი ამბები

მოციგურავე ლუკა ბერულავა: დღეს ძალიან ამაყი ვარ, საქართველოსთვის ვერცხლის მედლის მოპოვება ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა სახელმწიფოს ამ დიდი ფულადი ჯილდოსა და დაფასებისთვის, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია

„დღეს ძალიან ამაყი ვარ, საქართველოსთვის ვერცხლის მედლის მოპოვება ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა სახელმწიფოს ამ დიდი ფულადი ჯილდოსთვის და დაფასებისთვის“, - განუცხადა „ქრონიკას“ მოციგურავე ლუკა ბერულავამ...

ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავა

1771437415

ახალი ამბები

ლუკა ბერულავა: აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ქვეყნის, მიწის, ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე სიამაყით ვატარებ. თუ დღეს ამ წარმატებას ვზეიმობ, ეს წინაპრების გზის გაგრძელებაა, ამ გზაზე ყველაზე დიდი ამაგი ბაბუას მიუძღვის

აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ჩემი ქვეყნის, მიწის და ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე სიამაყით ვატარებ, - განუცხადა „ქრონიკას“ მოციგურავე ლუკა ბერულავამ. ლუკა ბერულავას თქმით, მის წა...

ანასტასია მეტელკინა ლუკა ბერულავა

1771437175

ახალი ამბები

საკანონმდებლო ორგანომ „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი პირველი მოსმენით, 85 ხმით მიიღო. კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა. მისი მიზანია მ...

საკანონმდებლო ორგანო

1771437065

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, ან რეგიონული განვითარების სამინისტრო - ჩემი აზრით ამ ორიდან უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოსმენისას, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მ...

სოზარ სუბარი