ბოჭორიშვილი უსაფრთხოების კონფერენციაზე: რაც ჩვენ მოვისმინეთ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კიდევ უფრო ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორეს
„რაც ჩვენ მოვისმინეთ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კიდევ უფრო ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორეს, თუ რამდენად მართებული იყო ის პოლიტიკა, რასაც ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება ატარებს, მაშინ როდესაც ჩვენი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მთავარი ამოსავალი წერტილი სუვერენიტეტის დაცვაა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე საუბრისას.
მინისტრის თქმით, კონფერენციის ტრიბუნებიდან ხშირად ისმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო, თანამედროვე წესრიგის გადალაგების პროცესში ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვა.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ბევრი თვალსაზრისით საინტერესო იყო. ორ მნიშვნელოვან მიმართულებაში იყო საქართველო წარმოდგენილი. ერთი ეს გახლდათ შუა დერეფნის განვითარება და დაკავშირებადობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. მეორე, გაფართოების შესახებ გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატშიც გვქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ბევრი სტუმარი ესწრებოდა უსაფრთხოების კონფერენციას და იყო კარგი შესაძლებლობა ჩემს კოლეგა მინისტრებთან მქონოდა საუბარი სხვადასხვა საკითხებზე. რაც ხდებოდა თავად კონფერენციის ფარგლებში ესეც ალბათ საყურადღებოა, საყურადღებოა თუ როგორ ისახება ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის კონტურები, ესეც მნიშვნელოვანი განხილვის თემა გახლდათ, როგორია ევროპიდან ევროპის მომავლის ხედვა და ხედვა ამერიკიდან ევროპის მომავლის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1771440334
ახალი ამბებიიონათამიშვილი: გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თუ არ იცოდნენ, რომელი საკითხი იდგა კენჭისყრაზე და ისე უარყვეს, ეს ერთი უბედურებაა
„დღეს 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ...
1771437525
ახალი ამბებიმოციგურავე ლუკა ბერულავა: დღეს ძალიან ამაყი ვარ, საქართველოსთვის ვერცხლის მედლის მოპოვება ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა სახელმწიფოს ამ დიდი ფულადი ჯილდოსა და დაფასებისთვის, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია
„დღეს ძალიან ამაყი ვარ, საქართველოსთვის ვერცხლის მედლის მოპოვება ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა სახელმწიფოს ამ დიდი ფულადი ჯილდოსთვის და დაფასებისთვის“, - განუცხადა „ქრონიკას“ მოციგურავე ლუკა ბერულავამ...
1771437415
ახალი ამბებილუკა ბერულავა: აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ქვეყნის, მიწის, ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე სიამაყით ვატარებ. თუ დღეს ამ წარმატებას ვზეიმობ, ეს წინაპრების გზის გაგრძელებაა, ამ გზაზე ყველაზე დიდი ამაგი ბაბუას მიუძღვის
აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ჩემი ქვეყნის, მიწის და ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე სიამაყით ვატარებ, - განუცხადა „ქრონიკას“ მოციგურავე ლუკა ბერულავამ. ლუკა ბერულავას თქმით, მის წა...
1771437175
ახალი ამბებისაკანონმდებლო ორგანომ „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი პირველი მოსმენით, 85 ხმით მიიღო. კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა. მისი მიზანია მ...
1771437065
ახალი ამბებისოზარ სუბარი: სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, ან რეგიონული განვითარების სამინისტრო - ჩემი აზრით ამ ორიდან უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოსმენისას, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მ...































