მაკა ბოჭორიშვილი ევრობიუროკრატიაზე: ჩვენს თვალში ხდება იმ ფასეულობების და იმ სახის ნგრევა, რაც ჩვენ მოგვწონს და რისკენაც ვისწრაფვით
„ჩვენს თვლაში ხდება იმ ფასეულობების და იმ სახის ნგრევა, რაც ჩვენ მოგვწონს და რისკენაც ვისწრაფვით. ის რომ დღეს შეიძლება მიკროფონით სდიო ადამიანებს, აბა თქვით პუტინი არის თუ არა ტერორისტი, არის თუ არა საერთაშორისო კრიმინალი და მეორე დღეს დაჯდე და თამამად თქვა, რომ მე რუსეთს უნდა ვესაუბრო სხვა გამოსავალი არ არის, ამ დროს შენი სანდოობა და სახე ზიანდება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას.
საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ ცვალებადი პოზიციებით ევრობიუროკარტები საკუთარ თავს ერჩიან.
„საბჭოთა კავშირის დროს არ მოვქცეულვართ რუსეთის გავლენის ქვეშ და რა მოხდა ახლა 2022 წელს ისეთი საქართველოში, რომ უცებ გახდა მთელი საქართველო ასეთი რუსული თუ პრორუსული? ხომ წარმოუდგენელია, ეს ხომ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები და მიზეზები იყო, რის საფუძველზეც დააზიანეს ეს ურთიერთობები. არ არსებულის მოგონება ყოველთვის შეიძლება, აქედან გამომდინარე არარსებული თუ შეიცვლება ესეც არ მგონია, რომ დიდად განმსაზღვრელი იქნება საქართველოსთან ურთიერთობების გადალაგებისთვის და არც იმას არავინ იტყვის რა ტყუილად გავბრაზებულვართ ამ ხალხზე და მიზეზი არ გვქონიაო“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე წლის ბოლომდე სავარაუდოდ ბევრი რამ შეიცვლება.
„ეს დამოკიდებული იქნება როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხები, თუ როგორი იქნება სამშვიდობო გეგმა თუ იქნა ეს მიღწეული და როგორი იქნება კონტურები ახალი ევროპული უსაფრთხოების, რაც ნაკლებად იწერება ევროპაში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1771440334
ახალი ამბებიიონათამიშვილი: გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თუ არ იცოდნენ, რომელი საკითხი იდგა კენჭისყრაზე და ისე უარყვეს, ეს ერთი უბედურებაა
„დღეს 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ...
1771437525
ახალი ამბებიმოციგურავე ლუკა ბერულავა: დღეს ძალიან ამაყი ვარ, საქართველოსთვის ვერცხლის მედლის მოპოვება ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა სახელმწიფოს ამ დიდი ფულადი ჯილდოსა და დაფასებისთვის, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია
„დღეს ძალიან ამაყი ვარ, საქართველოსთვის ვერცხლის მედლის მოპოვება ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა სახელმწიფოს ამ დიდი ფულადი ჯილდოსთვის და დაფასებისთვის“, - განუცხადა „ქრონიკას“ მოციგურავე ლუკა ბერულავამ...
1771437415
ახალი ამბებილუკა ბერულავა: აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ქვეყნის, მიწის, ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე სიამაყით ვატარებ. თუ დღეს ამ წარმატებას ვზეიმობ, ეს წინაპრების გზის გაგრძელებაა, ამ გზაზე ყველაზე დიდი ამაგი ბაბუას მიუძღვის
აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ჩემი ქვეყნის, მიწის და ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე სიამაყით ვატარებ, - განუცხადა „ქრონიკას“ მოციგურავე ლუკა ბერულავამ. ლუკა ბერულავას თქმით, მის წა...
1771437175
ახალი ამბებისაკანონმდებლო ორგანომ „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი პირველი მოსმენით, 85 ხმით მიიღო. კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა. მისი მიზანია მ...
1771437065
ახალი ამბებისოზარ სუბარი: სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, ან რეგიონული განვითარების სამინისტრო - ჩემი აზრით ამ ორიდან უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოსმენისას, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მ...































