ირაკლი კირცხალია: არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში
„ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს და დარწმუნებული ვარ, ე.წ. ოპოზიციაშიც ნამდვილად არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომლის სახელს და ლიდერობას უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში.
„ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს და დარწმუნებული ვარ, ე.წ. ოპოზიციაშიც ნამდვილად არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. როგორც ქველმოქმედების კუთხით, ასევე, ყველაზე მთავარი, პოლიტიკური კუთხით და იმ გარდამტეხი ცვლილებების ავტორობით, რაც ჩვენ ვნახეთ 2012 წელს.
ვისზე საუბრობენ? ადამიანზე, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით თავისი და თავისი ოჯახის სიცოცხლე - ყველაზე ღირებული დადო სასწორზე და დააყენა რისკის ქვეშ 2011 წელს, სისხლიანი რეჟიმის დროს, როდესაც მან გადაწყვიტა პოლიტიკაში შემოსვლა და ვნახეთ, თუ როგორი გარდატეხა მოხდა 2012 წელს. არ უნდა დაგვავიწყდეს როდის, როდესაც ამ რეჟიმს ყველა მხრიდან მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ე.წ. ბიუროკრატიისგან. ამ დროს გადაწყვიტა ადამიანმა თავის გუნდთან ერთად და ის იყო ფლაგმანი და ამ ყველაფრის ავანგარდში. პირდაპირი მნიშვნელობით მოხდა როგორც მენტალური რევოლუცია, ასევე, რევოლუცია საარჩევნო ყუთებთან. ეს არის ადამიანი, რომლის სახელს, ხელმძღვანელობას და ლიდერობას უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ის ეკონომიკა, რომელსაც წლიდან წლამდე ვხედავთ.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ აღქმების თეორიაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ სცენარებზე, რომელიც მოდის ე.წ. ევრობიუროკრატიისგან, ვინ აკრავს იარლიყებს და ვინ ცდილობს, რომ რაღაც შაბლონები ჩამოაყალიბოს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავის აღქმაში ჩაუბეჭდოს რაღაც კონკრეტული ფრაზა, მესიჯი, სახელი და ა.შ. არაფორმალური მმართველობა, ოლიგარქიული მმართველობა - ამას ამბობენ ადამიანები, ე.წ. პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც უბრალოდ ვერ მოქმედებს ზუსტად რომ არაფორმალური მმართველობის გარეშე“, - აცხადებს ირაკლი კირცხალია.
1781119366
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომლებიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომლებიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ გაუთვითცნობიერებიათ, როგორ შეიძლება ვინმემ თავისი სამშობლო დააყენოს უ...
1781115145
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ბიძინა ივანიშვილს ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული და მათ შორის უდიდესია პოლიტიკური პარტიის დაფუძნება - რომ არა ეს პარტია, ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის რეჟიმი და 2022 წელს შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული და ამ საქმეთა შორის უდიდესი არის სწორედ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბ...
1781113243
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა
„ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომები...
1781111405
მსოფლიოდონალდ ტრამპი: აშშ დღეს კვლავ დაესხმება თავს ირანს, „ისინი ისევ გვატყუებენ“, მაგრამ შეთანხმება „სრულად მოლაპარაკებულია“
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ დღეს კვლავ დაესხმება თავს ირანს მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო, მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით,...
1781108726
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს
„ჩვენთვის ჩინეთი არის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მზარდია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემ...































