ირაკლი კირცხალია - მივმართავ ევრობიუროკრატებს: როდემდე უნდა გააგრძელოთ ჩვენი საზოგადოების და სუვერენული ქვეყნის შეურაცხყოფა, რასაც თქვენ ასე უტიფრად ახორციელებთ?

„მივმართავ ევრობიუროკრატებს: როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენივე ხელით იმ ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების ძირის თხრა, რისი სახელითაც გვესაუბრებით? როდემდე უნდა გააგრძელოთ ეს დესტრუქცია? როდემდე უნდა გააგრძელოთ ჩვენი საზოგადოების და სუვერენული ქვეყნის შეურაცხყოფა, რასაც თქვენ ასე უტიფრად ახორციელებთ?“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კირცხალია ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაზე მისვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი თბილისში კონკრეტული მისიით ჩამოვიდა.
„ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თავისი მანდატის მიწურულს, აქ კონკრეტული მისიით ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებით უპატაკებს ამ ვიზიტის დამკვეთს, ქალბატონ კალასს, ვიზიტის და რუსთაველზე სეირნობის შედეგებს. თურმე ქალბატონი შეშფოთებულია ჩვენი შემზღუდავი კანონებით. ოდნავ ღიმილის მომგვრელია და ვუსვამ კითხვას, რომელი კანონით არის შეშფოთებული? შემთხვევით, გამჭვირვალობის კანონით ხომ არა? ან ე.წ. ლგბტ თემის პროპაგანდის შემზღუდავი კანონით ხომ არ არის შეშფოთებული? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, როგორიც მოქმედებს ყველა დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, რომელიც ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს ემსახურება? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უტიფრობა? როდემდე უნდა უმტკიცონ საზოგადოებას, რომ ის, რაც თავიანთ ქვეყნებში თურმე მნიშვნელოვანი, აუცილებელი და საჭიროა დემოკრატიისთვის, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს? გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილე პირდაპირი მტკიცებულება მხარდაჭერისა და ექსტრემიზმის, რასაც ბოლო წლებია, ჩვენი საზოგადოება ადევნებს თვალყურს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, დესტრუქციის მრავალ მცდელობას ქართულმა საზოგადოებამ სათანადო პასუხი გასცა.
„ჩვენი ქვეყნის სახელით, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის სახელით გეუბნებით, რომ მიუხედავად თქვენი უამრავი ბინძური მცდელობისა, ჩვენი ქვეყნის შვილები არასდროს იტყვიან უარს თავიანთ ღირსებაზე, იდენტობაზე, სუვერენიტეტსა და თავისუფლებაზე, რომელსაც ასე იცავენ და იცავდნენ საუკუნეების განმავლობაში, რომლისგანაც, სამწუხაროდ, დღევანდელი, ევრობიუროკრატიისა და „დიფ სთეითის“ მიერ ხელდასმული, ეგრეთ წოდებული, პოლიტიკოსები ხართ სრულიად დაცლილი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1760528430
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ყველა სახელმწიფო განკარგულება არის გამჭვირვალე, მამუკა მდინარაძე გახდა სუსის ხელმძღვანელი და ხედავთ როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ
„როდესაც ირაკლი კობახიძემ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ყველა სახელმწიფო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, შეიქმნა სახელმწიფო ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელიც კორუფციის აღმოფხვრაზე მ...
1760527616
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ვერასდროს მოერევი ქართველი ადამიანის ხედვასა და არჩევანს, რომელიც მშვიდობისა და უკეთესი მომავლისკენ არის მიმართული
„4 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ადამი...
1760525026
ახალი ამბებიმტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს
თბილისის მიმდებარედ, მტკვარში, ათი დღის წინ დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის კაცმა მდინარეში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდ...
1760524375
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თვითმმართველობა დღეს განვითარების საკმაოდ მაღალ ეტაპზეა
„4 ოქტომბრის არჩევნები, ეს იყო თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ქვეყანამ აირჩია თვითმმართველობის ხელისუფლება, რომელსაც პირდაპირი, უშუალო კავშირი გააჩნია თითოეულ მოქალაქესთან“,- განაცხადა რეგიონული პო...
1760522610
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ხმა ნიშნავს რომ ხმა მისცე საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს
„მგონი ევრობიუროკრატებმა ჩვენი ერის ისტორია, ხასიათი და იდენტობა არ იციან. ქართველებმა დაახლოებით 17 საუკუნის წინ მოვახდინეთ იდენტიფიცირება ჩვენს სულიერ თავგადასავალთან და ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა....