ირაკლი კობახიძე: ჩვენ არსად გვითქვამს, რომ მარტო ჩვენ ვართ ევროპელები, ასეთი აბსურდი შეიძლება ახასიათებდეს გერმანიის ელჩს, მაგრამ აბსურდული განცხადებები ჩვენ არ გვახასიათებს

ჩვენთვის ბატონი ფიშერი არ არის ევროპელი, ღირებულებითი თვალსაზრისით, არც ბატონი ჰერჩინსკი არ არის ჩვენთვის ევროპელი, ღირებულებითი თვალსაზრისით, გეოგრაფიულად ისინი მიეკუთვნებიან ევროპას, მაგრამ ღირებულებითი თვალსაზრისით, ისინი არ არიან თავსებადი იმ ყველაფერთან, რასაც ჩვენთვის მოიაზრებს ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სუვერენიტეტი აქვს დაკარგული ევროპის სახელმწიფოების უდიდეს უმრავლესობას, დეგრადაციაა ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე, ციფრებშია გამოხატული ეკონომიკური სტაგნაცია.

„ჩვენ არსად გვითქვამს, რომ მარტო ჩვენ ვართ ევროპელები, ასეთი აბსურდი შეიძლება, ახასიათებდეს გერმანიის ელჩს, მაგრამ ჩვენ ასეთი აბსურდული განცხადებები არ გვახასიათებს, მაგრამ ერთი რამ უნდა შევახსენოთ ბატონ ფიშერს, რომ ჩვენც ვართ ევროპელები და ჩვენთვის ღირებულია ის პრინციპები, ფასეულობები, რომლებსაც დაეფუძნა ევროკავშირი, განსხვავებით ბატონი ფიშერისგან, რომელიც ვერ ბედავს, შეფასება მისცეს იმას, რაც მოხდა დანიაში. ჩვენთვის, შესაბამისად, კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი. ევროპელობა არ ნიშნავს გეოგრაფიულ კუთვნილებას. შეიძლება, ისინი თავსებადი იყვნენ შედარებით გვიანდელი პერიოდის ევროპასთან, ვგულისხმობ 40-იანი წლების ბოლოდან ქვემოთ რომ გავყვეთ ისტორიას, მაგრამ მათი განცხადებები და მათი დამოკიდებულება, მათ შორის ქართველი ხალხის მიმართ, თავსებადი არ არის არანაირად ევროპულ ღირებულებებთან. ამიტომ, როდესაც საუბარია ღირებულებებზე, დიახ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს პრეტენზია ევროპელობაზე, განსხვავებით ამ ადამიანებისგან, რომლებსაც რეალურად ევროპელობაზე პრეტენზია არ აქვთ, ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებსაც განასახიერებდა ევროპა მთელი ბოლო ათწლეულების განმავლობაში. სწორედ ასეთი ადამიანების ქმედებების შედეგია ის დეგრადაცია, რასაც ვხედავთ როგორც დემოკრატიის კუთხით, ისე ადამიანის უფლებების. სუვერენიტეტი აქვს დაკარგული ევროპის სახელმწიფოების უდიდეს უმრავლესობას. დეგრადაციაა ადამიანის უფლებების კუთხით, არის ეკონომიკური სტაგნაცია, რაც პირდაპირ ციფრებშია გამოხატული. ბევრჯერ გვისაუბრია, რომ 30 პროცენტი იყო 2008 წელს მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის ეკონომიკის წილი და ეს 30 პროცენტი ჩამოსულია 17,5 პროცენტამდე. მათემატიკურად იზომება ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მათემატიკურად არ იზომება უკუსვლა დემოკრატიული და ადამიანის უფლებების კუთხით, მაგრამ რეალურად ზუსტად ასეთივე მასშტაბის უკუსვლა განიცადა ევროკავშირმა, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ.

„2008 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით არის სტაგნაცია, დეგრადაცია, უკუსვლა და თუ ევროპული ბიუროკრატია კოლექტიური ფიშერები, ჰერჩინსკები და ა.შ. გააგრძელებენ იგივე მიმართულებით სვლას, რა თქმა უნდა, არათუ არ შეჩერდება ეს უკუსვლა და დეგრადაცია, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება, ამიტომ ჩვენი მოკრძალებული რჩევაა ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, უფრო მეტად იზრუნონ, თუ აქვთ ამის რესურსი, ევროპის ობიექტურ ინტერესებზე და ევროკავშირის მოსახლეობის ობიექტურ ინტერესებზე. ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრობა, სადაც აღდგება ის ტენდენციები, რომლებიც მანამდე ძალიან მკვეთად იყო გამოხატული. ვსაუბრობ დადებით ტენდენციებზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით და ა.შ.“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779308625

ახალი ამბები

მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 21 მაისს უფლის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 21 მაისს უფლის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარ...

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს

1779308313

ახალი ამბები

პრემიერი: ე.წ. პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას ექსპორტზე აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული უკიდურესად პროევროპულ და ძალიან დემოკრატიულ ქვეყნად და ამ დროს საქართველო არის ანტიევროპული და პრორუსული ქვეყანა

ჩვენ გველაპარაკებოდნენ სანქციების გვერდის ავლაზე, რაც ბუნებაში არ ყოფილა და ამ დროს, ე.წ. პროევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთში გზავნის კონკრეტულ პროდუქციას აფხაზეთის გავლით, არის გამოცხადებული უკიდურე...

ირაკლი კობახიძე

1779306268

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ დეგრადაციისა, რომელსაც განიცდის ევროკავშირი ევროპული ბიუროკრატიის „წყალობით“, ოპოზიციას ტექსტების განმარტებაზე არ ჰყოფნის ინტელექტი

პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, გვაწუხებს ერთადერთი რამ, რაც ხდება ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკ...

ირაკლი კობახიძე

1779306142

ახალი ამბები

პრემიერი: დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები

თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოში მომხდართან დაკავშირებით, როდესაც მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს იმას, რაც ხდებოდა და ამ დროს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი „მშვიდობიანი“ იყო ის შეკ...

ირაკლი კობახიძე

1779306094

ახალი ამბები

პრემიერი: ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს, ჩვენ გვინდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა

ევროკავშირი თუ ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში საერთოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის...

 ირაკლი კობახიძე