ირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსში“ უკვე გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 იყიდეს ქართველებმა, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა - მხოლოდ რვა, ოპოზიციას არაბიზაციის დაანონსებული პროცესი ჩაუვარდა

„იგლ ჰილსის“ პროექტში ბინების წინასწარი გაყიდვები დაიწყო კონკრეტულად კრწანისის ტერიტორიაზე, გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა 257-დან მხოლოდ 8 ბინა შეიძინეს, რაც ნიშნავს იმას, რომ არაბიზაციის დაანონსებული პროცესი იმთავითვე ჩაუვარდა ოპოზიციას.

„გახსოვთ, რომ ოპოზიციას ჰქონდა დაანონსებული 15 000-დოლარიანი ფასი, მათ ინვესტორზე უკეთ იცოდნენ, რა ფასად გაიყიდებოდა ბინები და სახლები კრწანისის ტერიტორიაზე, თუმცა ოპოზიციის ანონსის საწინააღმდეგოდ, საწყისი ფასი გარემონტებულ ბინებზე იყო 1650 დოლარი. დაახლოებით 10-ჯერ ასცდნენ იმ რეალობას, რომელიც სინამდვილეში იყო დაგეგმილი. ეს ბინები საშუალო ქართველი მყიდველისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ მოგვაწოდეს სტატისტიკური ინფორმაცია. გახსოვთ, რამხელა კამპანია იყო აგებული ამ თემასთან დაკავშირებით.

ცნობილი არაბიზაციის ტერმინი შემოიტანეს და ა.შ. აცხადებდნენ, რომ ქართველები ვერ იყიდდნენ ბინებს და გაიყიდებოდა არაბებზე. აქაც სტიგმატიზაციის მცდელობა ჰქონდათ. მათ პროგნოზი იყო, რომ მთლიანად არაბები იყიდდნენ ბინებს.

გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა. მე ვიტყოდი, რომ არა ის ისტერიული კამპანია, რომელსაც აწარმოებდნენ ჩვენი ოპონენტები, დარწმუნებული ვარ, ქართველი მყიდველების წილი ბევრად უფრო მაღალიც იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს წილი გაიზრდება.

დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას. რაც შეეხება ე.წ. არაბიზაციას, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა 257-დან მხოლოდ 8 ბინა შეიძინეს, რაც ნიშნავს იმას, რომ არაბიზაციის დაანონსებული პროცესი იმთავითვე ჩაუვარდა ჩვენს ოპოზიციას.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს უპრეცედენტო ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკას გაამდიდრებს 11 მილიარდი ლარით და ჩვენს ბიუჯეტს ყოველწლიურად შემატებს საშუალოდ 700 მილიონ ლარს. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ტურიზმის წახალისებისთვის, ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარება აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770885806

ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენ დავიწყეთ ფასების სიღრმისეული შესწავლა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა - სურსათი, მედიკამენტები და საწვავი და ანალოგიურ პროცესს ვიწყებთ პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულებითაც

მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ ფასების სიღრმისეული შესწავლა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა - სურსათი, მედიკამენტები და საწვავი და ანალოგიურ პროცესს ვიწყებთ პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებე...

ირაკლი კობახიძე

1770885392

ახალი ამბები

აჭარაში 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სხვადასხვა პროფილის 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სააგენტოსაგან მინიჭებული...

აჭარაში 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა

1770885053

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 2026 წელს ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა ვფიქრობთ, ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ

2026 წელს ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ. არსებული კონსერვატიული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 114 მლრდ ლარს მი...

ირაკლი კობახიძე

1770883539

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: გული მინდა დავწყვიტო ქალბატონ ლორას, ჩვენი ქვეყანა ქმნის ყველა ისეთ პლაცდარმს საკანონმდებლო დანაწესებით, რომლის შესაბამისად შეუძლებელი იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა

გული მინდა დავწყვიტო ქალბატონ ლორას, ჩვენი ქვეყანა ქმნის ყველა ისეთ პლაცდარმს საკანონმდებლო დანაწესებით, რომლის შესაბამისად შეუძლებელი იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, - განუცხადა „ქრონიკას“...

დავით მათიკაშვილი

1770883259

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ზორან მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა...

საქართველოს პრეზიდენტი