ირაკლი კობახიძე: 2025 წლის ბიუჯეტი შესრულდა გადაჭარბებით შემოსავლის ყველა კატეგორიაში, 2026 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 36 300 000 000 ლარამდე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე წელს 8 მლრდ ლარზე მეტი მიიმართება

2025 წლის ბიუჯეტი რომ შევაჯამოთ, შესრულდა გადაჭარბებით შემოსავლის ყველა კატეგორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შემოსულობების ჯამურმა მაჩვენებელმა 32 400 000 000 ლარს გადააჭარბა, რაც იყო გეგმის 100.9%.

„კონკრეტულად საგადასახადო შემოსავლებიც გადაჭარბებით შესრულდა, რომელმაც 25.5 მლრდ ლარზე მეტი შეადგინა. აქაც, გეგმა არის გადაჭარბებით შესრულებული. გასულ წელს ასევე მივაღწიეთ საბიუჯეტო დეფიციტის ისტორიულ მინიმუმს. მან შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 1.4%. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შემცირდა მთავრობის ვალის მაჩვენებელი, მისმა მოცულობამ გასული წლის ბოლოსთვის შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 34.4%.

მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს ჩვენმა ვალმა 60%-ს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი არის ჩამოსული მთლიანი შიდა პროდუქტის 34.4%-მდე. ამ პროცენტული წილის შემცირება არის დაგეგმილი მიმდინარე წელსაც. წლის ბოლოს გვექნება კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი.

2026 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 36 300 000 000 ლარამდე, რაც გასული წლის ფაქტობრივ მაჩვენებელს 4 300 000 000 ლარით აღემატება. კონკრეტულად ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ცალკე მინდა აღვნიშნო, წელს 8 მლრდ ლარზე მეტი მიიმართება“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი გაწეული სამუშაოსთვის, რისი შედეგიც არის ბიუჯეტის სათანადოდ შესრულება და ახალი ბიუჯეტის სათანადოდ დაგეგმვა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770885053

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 2026 წელს ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა ვფიქრობთ, ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ

2026 წელს ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ. არსებული კონსერვატიული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 114 მლრდ ლარს მი...

ირაკლი კობახიძე

1770883539

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: გული მინდა დავწყვიტო ქალბატონ ლორას, ჩვენი ქვეყანა ქმნის ყველა ისეთ პლაცდარმს საკანონმდებლო დანაწესებით, რომლის შესაბამისად შეუძლებელი იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა

გული მინდა დავწყვიტო ქალბატონ ლორას, ჩვენი ქვეყანა ქმნის ყველა ისეთ პლაცდარმს საკანონმდებლო დანაწესებით, რომლის შესაბამისად შეუძლებელი იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, - განუცხადა „ქრონიკას“...

დავით მათიკაშვილი

1770883259

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ზორან მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა...

საქართველოს პრეზიდენტი

1770881496

ახალი ამბები

ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა

ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს პატიმრობის 8-თვიანი ვადა ამოეწურა. მას ციხესთან თანაგუნდელები დახვდნენ.

ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა

1770881359

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ლორა თორნტონმა ძალიან ფასეული ინფორმაცია მოგვაწოდა ყველას ერთად - ჩამოთვალა ის ორგანიზაციები, რომლებიც აპირებენ საქართველოში თანხების უკანონოდ შემოტანას

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გზების შესახებ ლორა თორნტონის განცხადებას ეხმაუ...

თენგიზ შარმანაშვილი