პრემიერი: ჩვენ დავიწყეთ ფასების სიღრმისეული შესწავლა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა - სურსათი, მედიკამენტები და საწვავი და ანალოგიურ პროცესს ვიწყებთ პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულებითაც

მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ ფასების სიღრმისეული შესწავლა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა - სურსათი, მედიკამენტები და საწვავი და ანალოგიურ პროცესს ვიწყებთ პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულებითაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, ვინაიდან პესტიციდების ფასი და ხელმისაწვდომობა პირდაპირ აისახება სოფლის მეურნეობის წარმოების თვითღირებულებაზე, ფერმერთა კონკურენტუნარიანობასა და სასურსათო პროდუქტების ფასებზე.

„ჩვენი შეფასებით, საქართველოში აღინიშნება როგორც მაღალი ფასები პესტიციდებზე, ისე ჭარბი მოხმარების პრაქტიკა. ორივე მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფერმერებთან, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე უახლოეს მომავალში შექმნის სამართლიან სისტემას, ესაა ჩვენი მიზანი და ამოცანა, რომელიც პესტიციდებზე მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასებს უზრუნველყოფს.

მადლობა მინდა, გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უკვე გაწეული სამუშაოსთვის. ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი გამოწვევაა და დარწმუნებული გვაქვს, რომ გვექნება ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით“,- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770885053

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 2026 წელს ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა ვფიქრობთ, ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ

2026 წელს ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ. არსებული კონსერვატიული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 114 მლრდ ლარს მი...

ირაკლი კობახიძე

1770883539

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: გული მინდა დავწყვიტო ქალბატონ ლორას, ჩვენი ქვეყანა ქმნის ყველა ისეთ პლაცდარმს საკანონმდებლო დანაწესებით, რომლის შესაბამისად შეუძლებელი იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა

გული მინდა დავწყვიტო ქალბატონ ლორას, ჩვენი ქვეყანა ქმნის ყველა ისეთ პლაცდარმს საკანონმდებლო დანაწესებით, რომლის შესაბამისად შეუძლებელი იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, - განუცხადა „ქრონიკას“...

დავით მათიკაშვილი

1770883259

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ზორან მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა...

საქართველოს პრეზიდენტი

1770881496

ახალი ამბები

ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა

ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს პატიმრობის 8-თვიანი ვადა ამოეწურა. მას ციხესთან თანაგუნდელები დახვდნენ.

ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა

1770881359

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ლორა თორნტონმა ძალიან ფასეული ინფორმაცია მოგვაწოდა ყველას ერთად - ჩამოთვალა ის ორგანიზაციები, რომლებიც აპირებენ საქართველოში თანხების უკანონოდ შემოტანას

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გზების შესახებ ლორა თორნტონის განცხადებას ეხმაუ...

თენგიზ შარმანაშვილი